გაფართოებული ლექცია ფასს 1 “ფინ. ანგარიშგების საერთ. სტანდარტის პირველადი გამოყენება”

get_img

სასწავლო ცენტრი “ააფ-კაპიტალი” ითვალისწინებს რა, რომ მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს რიგ საწარმოებს ევალებათ ფასს-ების (IFRS) მიხედვით 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, ბევრი მათგანისათვის კი ეს ფასს-ების მიხედვით წლიური ფინანსური ანგარიშგების პირველი წარდგენა იქნება, ერთდღიანი გაფართოებული ლექცია, რომელიც განიხილავს კონკრეტულად ფასს 1-ს, სასწავლო ცენტრში უკვე ჩატარდა 16 ივნისს და დიდი გამოხმაურება მოყვა, ამიტომ განმეორებით ჩატარდება 18 ივლისს .

ამ ლექციაზე თქვენ მიიღებთ პასუხებს კითხვებზე:

რა უნდა გააკეთოს? როგორ უნდა მოიქცეს ის საწარმო, რომელიც წელს პირველად გადაწყვეტს ფასს-ების მიხედვით წლიური ფინანსური ანგარიშგების შედგენას? რას წარმოადგენს ფასს 1,  როდის იყენებს საწარმო ფასს 1-ს და როდის არ იყენებს საწარმო ფასს 1-ს. რა უნდა აღიაროს აქტივებად და ვალდებულებებად ფასს სტანდარტის მიხედვით და როგორ უნდა გამოიყენოს ფასს ყველა აღიარებული აქტივისა და ვვალდებულებების შესაფასებლად. თუ საწარმო წარადგენს 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებას როდის უნდა მოხდეს ფასს სტანდარტებზე გადასვლა? თუ აქამდე საწარმო ყოველწლიურად ამზადებდა ფინანსურ ანგარიშგებას თურმე მასაც სჭირდება ფასს 1-ის დებულებები. საწარმო, რომელსაც ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლად არჩეული აქვს ფასს-ები და სრულად იცავს მას, თუმცა წლიური ფინანსური ანგარიშგება არასდროს არ წარუდგენია, იგი წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას სანამ წარადგენს აუცილებლად უნდა გამოიყენოს ფასს 1-ის შესაბამისი დებულებები. ამ და სხვა შემთხვევებზე იქნება საუბარი და მოცემული გექნებათ ინსტრუქციები თუ რა შემთხვევაში როგორ უნდა იხელმძღვანელოთ.

ლექციაზე განხილული იქნება უამრავი ამოცანა და მითითება თუ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს საწარმო.

ლექცია განკუთვნილია ბუღალტრებისთვის, მთავარი ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის და ყველა იმ ადამიანისათვის ვინც ადგენს ან მონაწილეობას ღებულობს საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შედგენაში.

ლექციას უძღვება აუდიტორი, აუდიტური კონცერნი “ცოდნისას” დამფუძნებელი ბ-ნი გიორგი ცერცვაძე

ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია   რეგისტრაცია

ლექციაზე დასწრების ღირებულებაა 50 ლარი

დამატებითი შეკითხვებით მოგვმართეთ ტელ: 599 25 47 13

ლექცია ჩატარდება მისამართზე: ვაჟა-ფშაველას 41, მე-5 სართული

 

Advertisements