“ააფ-კაპიტალი” იწყებს ახალ პროექტს “მათემატიკა და უნარები ყველასათვის”, ჩვენს სასწავლო ცენტრში იხსნება მათემატიკის და უნარების მოსამზადებელი კურსები, ის განკუთვნილია როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის, აბიტურიენტებისათვის, ასევე სამსახურის მაძიებელთათვის, რომელთაც სამსახურის დასაწყებად სთხოვენ ჩააბარონ სხვადასხვაგვარი მათემატიკური თუ ლოგიკური ტესტი.
სკოლის მოსწავლეებისათვის:
- სახალისო მათემატიკა – 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით;
- მათემატიკა – 1-4 კლასი;
- მათემატიკა – მე-5-8 კლასი;
- მათემატიკა – მე-9 -10-11 კლასი საატესტატო;
- მათემატიკა – მე-12 კლასი, აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსი;
- ზოგადი უნარები – აბიტურიენტებისათვის ;
- მათემატიკა და ზოგადი უნარები – სამუშაოს მაძიებელთათვის (საბანკო სექტორი და ა. შ.)
მეცადინეობები ტარდება როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. გრაფიკის შეთანხმება შესაძლებელია. მეცადინეობები შესაძლებელია ჩატარდეს როგორც კვირაში სამჯერ, ასევე კვირაში ორჯერ, ან ერთხელ თქვენი სურვილის გათვალისწინებით, გაკვეთილებიც შესაბამიდ არის 1,5 სთ. , 2 სთ, ან 3 სთ.
სკოლის მოსწავლეები აბარებენ დიაგნოსტიკურ ტესტს დონის დასადგენად, ანუ იმის გასარკვევად თუ რა დონეზეა და ამის მიხედვით მოხდება ჯგუფებში ჩასმა. წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაუტარდებათ შუალედური ტესტირებები, რათა დავინახოთ განვითარება დინამიკაში.
ჩვენს სასწავლო ცენტრში სწავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითონ საგანი.