პრაქტიკული ტრენინგი: ფინანსური ანგარიშგების შედგენა მე-3,მე-4 კატეგორია

სასწავლო ცენტრი “ააფ-კაპიტალი” ატარებს პრაქტიკულ ტრენინგებს ფინანსური ანგარიშგების შედგენაზე, მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებისათვის. ტრენინგი ტარდება დისტანციურად, პროგრამა Zoom-ის გამოყენებით.

თუ გაინტერესებთ კომპანიის ფინანსური უწყისების შედგენა,  თქვენი კომპანიის შედარება თქვენივე საქმიანობის სექტორში  არსებულ კომპანიებთან,   კომპანიის საქმიანობის მიმოხილვა და  ანალიზი, მაშინ ეს კურსი თვენთვისაა !!!

ფინანსური უწყისების შედგენა და ანალიზი

  1. უწყისების შედგენისათვის ექსელის დამხმარე ფუნქციების შესწავლა – 3 სთ.
  2. საცდელი ბალანსიდან ფინანსური უწყისების აწყობა და შედგენა – 3სთ.

ინდივიდუალური და კომბინირებული კოეფიციენტების ანალიზი

პრაქტიკული სამუშაო: ერთსა და იმავე საქმიანობის სეგმენტში არსებული ორი კომპანიის ფინანსური უწყისების საფუძველზე ფინანსური ანალიზი შემდეგი კოეფიციენტების მეშვეობით:

  1. ბალანსის სტრუქტურული და დინამიკური კოეფიციენტები
  2. ლიკვიდობის კოეფიციენტები
  3. ფინანსური სტაბილურობის აბსოლიტური მაჩვენებლები
  4. ფინანსური სტაბილურობის ფარდობითი მაჩვენებლები
  5. წმინდა მიმდინარე აქტივები და საკუთარი საბრუნავი საშუალებები
  6. ფინანსური ლევერეჯის კოეფიციენტები
  7. აქტივების მომგებიანობის მაჩვენელბლები
  8. საკუთარი კაპიტალის უკუგების მაჩვენებლები
  9. საბრუნავი საშუალებები ბრუნვადობის მაჩვენებლები
  10. კოეფიციენტების შეჯერება: დუპონის სქემის აწყობა
  11. ფასს 16, იჯარის რეკლასიფიკაციის შედეგების გავლენა მაჩვეებლებზე
  12. მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.

 

შეხვედრების რაოდენობა: 3

ტრენინგის ჩატარების დღეები: 2 სექტემბერი, 4 სექტემბერი, 7 სექტემბერი

ტრენინგის ღირებულება: 149 ლარი

ტრენინგზე განიხილება საბუღალტრო პროგრამიდან ექსელში საჭირო ინფორმაციის გადატანა, ინფორმაციის დამუშავება და ფინანსური ანგარიშგების შედგენა . შეისწავლება ექსელის:

  • ტექსტური ფორმულები;
  • ლოგიკური ფორმულები;
  • მათემატიკური ფორმულები;
  • საძიებო ფორმულები;
  • მონაცემთა ბაზების შექმნა

რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ აქ

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ, ტელ: 599 25 47 13, 2 12 05 95