სასწავლო ცენტრი შპს „ააფ-კაპიტალი“ (შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს შვილობილი კომპანია) ატარებს IFRS სტანდარტების შემსწავლელ AAFC-1 და AAFC-4 სალექციო კურსებს.
AAFC-1 კურსის ფარგლებში შეისწავლება ძირითადი სტანდარტები:
„ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლები“ (“Conceptual Framework for Financial Reporting”);
ბასს 1: „ფინანსური ანგარიშგების წარდგენა” (IAS 1. “Presentation of Financial Statements”);
ბასს 2: „მარაგები” (IAS 2. “Inventories”);
ბასს 16: „ძირითადი საშუალებები” (IAS 16. “Property, Plant and Equipment”);
ბასს 21: „უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები” (IAS 21. “The Effects of Changes in Foreign Exchange Rates”);
ბასს 23: „ნასესხებ სახსრებთან თან დაკავშირებული დანახარჯები” (IAS 23. “Borrowing Costs”);
ბასს 38: „არამატერიალური აქტივები” (IAS 38. “Intangible Assets”);
ბასს 40: „საინვესტიციო ქონება” (IAS 40. “Investment property”).
კურსის დასრულების ბოლოს ტარდება გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
AAFC-1 სალექციო კურსის შესწავლის შემდეგ, თქვენ გექნებათ საფუძველი გააგრძელოთ IFRS სტანდარტების შესწავლა სალექციო კურსით AAFC-4 “ფინანსური ანგარიშგების შედგენა ფასს-ებით”.
ლექციებზე თეორიული ახსნის პარალელურად, მასალის უკეთ აღქმისათვის განიხილება პრაქტიკული ამოცანები.
ლექციების რაოდენობა: 15, გამოცდაზე გასვლის ღირებულება 50ლარი
ნინო კაჭარავა, შპს „ააფ-კაპიტალის“ დირექტორი და პარტნიორი
კურსის დასრულების ბოლოს ტარდება გამოცდა, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ტრენინგი ტარდება მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟ-ფშაველას 41, მე-3 სართული