საქ. საგადასახადო კოდექსის სრული კურსი

“ააფ–კაპიტალში” მოქმედებს საქ. საგადასახადო კოდექსის სრული კურსი, ბოლო ცვლილებების გათვალისწინებით

ტრენინი ჩატარდება დისტანციურად პროგამა Zoom-ის გამოყენებით

სასწავლო მასალა და ყოველი ტრენინგის ჩანაწერი გადმოგეგზავნებათ მეილზე

შეხვედრების რაოდენობა: 17 ( 34 სთ.),

შუალედური ტესტირება: 2

ღირებულება : 510   ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა);

დაწყება: 18 ივნისი

ჩატარების დღეები:  სამშაბათი, პარასკევი

დრო:  19:00 სთ.,

ტრენინგს უძღვებიან:

 

გიორგი ცერცვაძე (7 ლექცია) – შპს აუდიტური კონცერნი “ცოდნისას” გენერალური დირექტორი,  “აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების” მთავარი რედაქტორი;

ქეთევან მაკარაძე (10 ლექცია) – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი

ლექციებზე წაიკითხება:

 

ხანდაზმულობა; რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები; საქმიანობის სახეები; ურთიერთდამოკიდებული პირები; ფასის განსაზღვრის პრინციპები; თავისუფალი სავაჭრო ზონა; გადასახადის დარიცხვა, საგადასახადო შეღავათი, გადასახადის გადახდის ვადა, ზედემეტობის დაბრუნება; გადასახადისგანგათავისუფლებაერთობლივი შემოსავალი, გამოქვითვები და ზარალი;

ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, სხვა შემოსავლები; საშემოსავლო გადასახადი, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, მიკრო და მცირე ბიზნესი, 1%-იანი და 3%-იანი დაბეგვრის რეჟიმები; საპენსიო შენატანები;

მოგების გადასახადი (2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ), გადასახადის გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები და წყაროს განსაზღვრა; მოგების გადასახადის ესტონური მოდელი;

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ-ის დარიცხვა, ჩათვლა, შეღავათები, სპეციალური დებულებები და უკუდაბეგვრის დღგ);

არარეზიდენტებთან დაკავშირებული გადასახადის სახეები;

საერთაშორისო დაბეგვრა : უცხოეთში გადახდილი გადასახადების ჩათვლა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები; კონტროლირებადი ოპერაციები (ოფშორები);

ქონების გადასახადი;

თანამფლობელობა, ამხანაგობა, ამხანაგობის დეკლარირების წესი;

ემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტის დროს;

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესები და მეთოდები (ფიფო, საშუალო შეწონილი, ინდივიდუალური) ;

აქციზის შინაარსი, აქციზის გადამხდელები, დაბეგვრის ობიექტი; აქციზური მარკები;

იმპორტი, ექსპორტი, აქციზის განაკვეთები, გადახდის წესი და დეკლარირება;

საგადასახადო კონტროლი; საგადასახადო  გირავნობა/იპოთეკა, ყადაღა, ყადაღა დადებულის რეალიზება, ინკასო, მესამე პირზე გადახდევინება, ნაღდი ფულის ამოღება, საბანკო ოპერაციების შეჩერება; საბანკო გარანტია; საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა; საგადასახადო შემოწმება; საგადასახადო შეთანხება, საგადასახადო დავა;

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები.

 

თითოოეულ ლექციაზე პრაქტიკული დავალებები და ამოცანების განხილვა

10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს  ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი მსმენელის შემთხვევაში, აგრეთვე “ააფ-კაპიტალის” ყოფილი მსმენელებისათვის.

დამატებითი შეკითხვებით მოგვმართეთ ტელ: (032)2120595, 599 25 47 13, ფოსტა aaf.capital@yahoo.com

რეგისტრაცია დაწყებულია

შეგიძლიათ აქვე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა