სასწავლო ცენტრი „ააფ–კაპიტალის“ მსმენელებს შესაძლებლობა გეძლევათ სტაჟირება გაიაროთ შპს „ააფ–კაპიტალის“ და შპს „იბერ–ინფოს“ ბაზაზე.
სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს ფინანსური აღრიცხვის და საგადასახადო აღრიცხვის სრულყოფილ შესწავლას.
სტაჟირების პროცესში საშუალება გექნებათ შეეხოთ რეალურ ბუღალტერიას, აწარმოოთ ბუღალტრული დოკუმენტაცია, პირველადი დოკუმენტებიდან ინფორმაცია შეიტანოთ საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერში“ (შესყიდვები, რეალიზაცია, ბანკი, სალარო და სხვა) და საბუღალტრო-სასაწყობო პროგრამაში “ფინა”, გაერკვეთ სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვაში, ძირითადი საშუალებების შეძენა/რეალიზაცია/გადაფასება/ცვეთის დარიცხვა, მცირეფასიანი ძირითადი საშუალებების შეძენა, არამატერიალური აქტივის შეძენა/რეალიზაცია/გადაფასება/ამორტიზაციის დარიცხვა, ხელფასის დარიცხვა ანალიზურად/ჯგუფურად, შეღავათების განხილვა, დღგ–ით დაბეგრილი ოპერაციები, გადასახდელი დღგ, გადახდილი (ჩასათვლელი დღგ.), მზა პროდუქციის წარმოება, კალკულაციის ბლოკი, საბაჟო ოპერაციების სრულყოფილი განხილვა;
და ა.შ. შეისწავლით თუ როგორ ხორციელდება მომწოდებლებთან სავალუტო ანგარიშსწორება, ვალუტის გადაფასება, კონვერტაცია. სესხები, საპროცენტო ხარჯი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები.
შეისწავლით უწყისის ფორმებს „ინფო ბუღალტერში“ (ბრუნვითი უწყისი, ნაშთთა უწყისი, მთავარი წიგნი და ა.შ.). ბოლოს ისწავლით ფინანსური ანგარიშგების ფორმების მომზადებას: ბალანსი, მოგება ზარალის უწყისი, ფულადი ნაკადების ანგარიშგება.
გადავადებული მოგების გადასახადი, გადავადებული საგადასახადო აქტივი;
დაწვრილებით შეისწავლით შემოსავლების სამსახურის პორტალს rs.ge , შეისწავლით ყოველთვიური და წლიური დეკლარაციის ფორმების შევსებას: საშემოსავლო დეკლარაცია, განაცემთა ინფორმაცია, დღგ–ის დეკლარაცია, არარეზიდენტის დღგ–ის დეკლარაცია, წლიური მოგების და ქონების დეკლარაციები. საგადასახადო ამორტიზაციის დაანგარიშება.
ინტერნეტბანკის შესწავლა სრულყოფილად ;
სტაჟირების დასრულების შემდეგ მიიღებთ ცნობას სასწავლო ცენტრის „ააფ–კაპიტალის“ დირექტორის ხელმოწერით, რომ გაიარეთ სტაჟირება ჩვენთან. დასაქმების თვალსაზრისით პრიორიტეტი მიენიჭებათ ჩვენთან სტაჟირება გავლილებს.
სტაჟირების გავლის მსურველთა მიმართ მინიმალური მოთხოვნები:
სასურველია სწავლობდეს “ააფ–კაპიტალის” სასწავლო ცენტრში. ჰქონდეს AAFC-2 : “საბუღალტრო ინფორმაციული ტექნოლოგიები” სერტიფიკატი, დასრულებული ქონდეს ან გადიოდეს AAFC-1 : “ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით”.
სტაჟირების ხანგრძლივობა ორი თვეა. სტაჟირების პროგრამის ღირებულება 400 ლარი.
სტაჟირება საღამოს საათებში 19:00 სთ.–დან – ღირებულება 500 ლარი.
სასწავლო ცენტრი “ააფ–კაპიტალის” მსმენელი, რომელიც სრული სერტიფიკატის მფლობელია, მიიღებს მნიშვნელოვან ფასდაკლებას სტაჟირების პროგრამაზე.
სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია. მსურველები დაგვიკავშირდით
2425045, 599254713