
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ფორმატით, Zoom პლატფორმის გამოყენებით.
ლექციებს გაუძღვებიან აუდიტური კონცერნი “ცოდნისას” მმართველი პარტნიორები და აუდიტორები: გიორგი ცერცვაძე (ძირითადი ლექტორი), ფრიდონ ალშიბაია, ნიკოლოზ ედიბერიძე, ლევან ასანიძე და ზვიად გიორხელიძე.
ტრენინგის ხანგრძლივობა და ღირებულებაა: 450 ლარი (15 ლექცია, თითოეული – 2 საათი).
ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და ჩატარდება ორშაბათობით და ოთხშაბათობით, საღამოს 7 საათზე.
ტრენინგზე განხილულია მსს ფასს-ის ძირითადი სააღრიცხვო დებულებები: მცირე და საშუალო საწარმოები; კონცეფციები და ძირითადი პრინციპები; მარაგები; ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები; საინვესტიციო ქონება; ძირითადი საშუალებები; არამატერიალური აქტივები (გუდვილის გარდა); იჯარა; ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები; ამონაგები; სახელმწიფო გრანტები; ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები; აქტივების გაუფასურება; დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები; ოპერაციები უცხოურ ვალუტაში; სპეციალიზებული საქმიანობა (სოფლის მეურნეობა).
ტრენინგის ჩატარების თანმიმდევრობა და ლექტორები:
1-ლი , მე-2 ლექცია (გიორგი ცერცვაძე):
მსს ფასს 1-ლი განყოფილება. მცირე და საშუალო საწარმოები
მსს ფასს მე-2 განყოფილება. კონცეფციები და ძირითადი პრინციპები
მე-3 ლექცია (გიორგი ცერცვაძე):
30-ე განყოფილება. ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
მე-4, მე-5 ლექცია (გიორგი ცერცვაძე):
მე-13 განყოფილება. მარაგები
მე-6 ლექცია (ნიკოლოზ ედიბერიძე):
23-ე განყოფილება. ამონაგები
მე-7 ლექცია (ფრიდონ ალშიბაია):
მე-17 განყოფილება. ძირითადი საშუალებები
მე-8 ლექცია (ფრიდონ ალშიბაია):
მე-16 განყოფილება. საინვესტიციო ქონება
25-ე განყოფილება. ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები
მე-9 ლექცია (ფრიდონ ალშიბაია):
მე-18 განყოფილება. არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა
მე-10 ლექცია (ფრიდონ ალშიბაია):
27-ე განყოფილება. აქტივების გაუფასურება
მე-11 ლექცია (ზვიად გიორხელიძე):
მე-11 განყოფილება. ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები
მე-12 ლექცია (გიორგი ცერცვაძე):
მე-20 განყოფილება. იჯარა
მე-13 ლექცია (ლევან ასანიძე):
34-ე განყოფილება. სპეციალიზებული საქმიანობა
მე-14 ლექცია (გიორგი ცერცვაძე):
24-ე განყოფილება. სახელმწიფო გრანტები
28-ე განყოფილება. დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები
მე-15 ლექცია (გიორგი ცერცვაძე):
21-ე განყოფილება. ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
ტრენინგის დასრულების შემდეგ მსურველებისთვის ჩატარდება სასერტიფიკაციო გამოცდა.
ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი მსმენელის შემთხვევაში გათვალისწინებულია 10%-ის ფასდაკლება.
ტრენინგზე რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 599 25 47 13, ან მეილზე
aaf.capital@yahoo.com