ტრენინგი საპენსიო რეფორმაზე

2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. სასწავლო ცენტრი “ააფ-კაპიტალი”  ატარებს სემინარებს ამ თემაზე. სემინარები ჩატრდება 9, 10 , 12 და 17 იანვარს. ტრენინგზე დეტალურად იქნება განხილული საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საგადასახადო და ბუღალტრული საკითხები, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საპენსიო შენატანების გამოანგარიშებასა და დეკლარირებაზე.  დეტალურად იქნება განხილული საპენსიო სააგენტოს პორტალი (pensions.ge) და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე განხილული იქნება საპენსიო დეკლარაციის შედგენისა და წარდგენის მთლიანი პროცესი. ტრენინგზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ტრენინგი ერთდღიანია, ტრენინგზე დასწრების საფასურია 80 ლარი.

9-, 10 და 17 იანვარს დასაწყისი 19:00 სთ.-ზე
12 იანვარს – 15:00 სთ.

ტრენინგს უძღვებიან:

შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი- ქეთი მაკარაძე

აუდიტორული კონცერნი “ცოდნისას” დამფუძნებელი პარტნიორი, აუდიტორი – გიორგი ცერცვაძე

აუდიტორული კონცერნი” ცოდნისას” აუდიტორი – ლევან ასანიძე

ტრენინგი ტარდება მისამართზე: ვაჟა-ფშაველას 41, მე-5 სართული

ტელ: 599 25 47 13 ნინო