ტრენინგი საპენსიო რეფორმაზე თელავში

2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. სასწავლო ცენტრი “ააფ-კაპიტალი”  ატარებს სემინარებს ამ თემაზე. სემინარები ჩატდა თბილისში 9, 10 , 12 და 17 იანვარს. ტრენინგზე დეტალურად იქნა განხილული საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საგადასახადო და ბუღალტრული საკითხები, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საპენსიო შენატანების გამოანგარიშებასა და დეკლარირებაზე.  დეტალურად იქნა განხილული საპენსიო სააგენტოს პორტალი (pensions.ge) და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე  საპენსიო დეკლარაციის შედგენისა და წარდგენის მთლიანი პროცესი.

ტრენინგი ჩატარდება ქ. თელავში 29 იანვარს, დასაწყისი 15:00 სთ.-ზე , დასწრების ღირებულება 50 ლარი.

მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ტელ: 579 30 87 87

მისამართი: ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის #1