ქალაქ ქუთაისში! ტრენინგი საპენსიო რეფორმაზე!

2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, ამასთან დაკავშირებით, 2019 წლის 4 თებერვალს, სასწავლო ცენტრი „ააფ-კაპიტალი“ ატარებს სემინარს ქ. ქუთაისში. სემინარს წაიკითხავს ჟურნალი „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ მთავარი რედაქტორი, აუდიტური კონცერნი „ცოდნისას“ მმართველი პარტნიორი: გიორგი ცერცვაძე.
სემინარის საგანი: საპენსიო რეფორმის არსი, თეორია, საგადასახადო დაბეგვრა და ბუღალტრული აღრიცხვა;
სემინარის ხანგრძლივობა: არანაკლებ 3 საათი, შუაში მცირეხნიანი კოფი-ბრეიქით;
ჩატარების დრო და ადგილი: 2019 წლის 4 თებერვალი, 15:00 სთ. მის.: ქ. ქუთაისი, მგალობლიშვილის N 6;
სემინარის ღირებულება: იურიდიული პირების შემთხვევაში – 60 ლარი, ფიზიკური პირების შემთხვევაში – 50 ლარი;
სურვილის შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატები !
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 579-31-02-02; 595-90-01-41.
გისურვებთ წარმატებებს !