“ყოველდღიური”

ამჟამად საქმე ისეა, რომ ბიზნესში იგებს ის, ვისაც  შეუძლია სწრაფად და რა თქმა უნდა ხარისხიანად შესთავაზოს მომხმარებელს თავისი ბიზნეს-მომსახურება. საქმიანი სამყარო არ პატიობს პასიურობას და შეცდომებს ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველაფრის დროულად მოსწრებას. მომგებიან კონტრაკტზე დროული ხელმოწერა, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე მისვლა, პროდუქციის თავისდროული მიწოდება და ა. შ. პუნქტუალობა – ეს ყველაფერი არის თანამედროვე საქმიანი ადამიანის მახასიათებელი.

ყოველდღიური საქმეები მომრავლებულია, ყველაფრის დამახსოვრება რისი გაკეთებაც საჭიროა შეუძლებელიც კია. ყველა ადამიანისათვის კი მნიშვნელოვანია იყოს ყველა მოვლენის კურსში და ყველაფერი მნიშვნელოვანი ახსოვდეს. მაგრამ შეუძლია კი ერთ ადამიანს მიაღწიოს ასეთ წარმატებებს მარტომ? დიახ თუ მას ყავს საიმედო დამხმარეები. პირველ რიგში ეს ეხება ბიზნესის ავტომატიზაციის თანამედროვე საშუალებებს. თითოეულ ბიზნესმენს გამოარჩევს მობილურობა და საქმისადმი პრაქტიკული მიდგომა. დღესდღეობით წარმოუდგენელია ბიზნესმენი ავტომობილისა და მობილურის გარეშე. ახლა უკვე ემატება აიპადი და ნოუთბუკი, რომელიც აღჭურვილია პროგრამებით.

საქმეების დაგეგმვა – ერთ-ერთი შემადგენელია ბიზნესში წარმატებისათვის. მხოლოდ გეგმაზე  საჭიროა მუშაობა, მხოლოდ შევადგინოთ და დავივიწყოთ მისი არსებობა რა თქმა უნდა არასწორია.

თითოეული ბიზნესმენი ადგენს დღის გეგმას, კვირის გეგმას, თვის გეგმას და ა. შ. თითოეული დღე გაწერილი აქვს საათებად. ყოველდღიური – თანამედროვე საქმიანი ადამიანის მთავარი იარაღია. აქ ვინიშნავთ ყველანაირ საქმეს, რომელიც გასაკეთებელია და ყველა თარიღს, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. ასეთი ხერხი მეტნაკლებად ეფექტურია, მაგრამ საკმაოდ მოუხერხებელია. ყველგან ვერ ატარებთ ჩანაწერებს, სამსახურსა თუ საქმიან შეხვედრებზე, მეგობრებთან შეხვედრისას, თუ ნებისმიერ სხვა ადგილას. ქაღალდის “ყოველდღიური” არ იძლევა სახვადასხვა პროცესების ავტომატიზაციის საშუალებას ბიზნესში. მას თუ გავავსებთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მონიშვნებით დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება.  მობილურებში, კომპიუტერებში, არის პროგრამა, რომელიც “ყოველდღიურის” ფუნქციას ასრულებს და აღჭურვილია უამრავი სასარგებლო ფუნქციით, იგი ბიზნესმენს უადვილებს ყოველდღიურ საქმიანობას. “ყოველდღიურისაგან” განსხვავებით პროგრამული “ყოველდღიურები” , იძლევიან საშუალებას შეგვახსენონ მოვლენები: საქმიანი შეხვედრები, დაბადების დღეები. საშუალება გვაქვს ვაწარმოოთ ჩანაწერები, შევინახოთ ფაილები.

ბიზნესის საიმედო დამხმარედ აგრეთვე იქცა ონლაინ “ყოველდღიური”. იგი რა თქმა უნდა კიდევ უფრო მოსახერხებელია ბიზნესმენისათვის. შენახული ფაილები მისაწვდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან და ფუნქცია „მეგობრები“ -ს გამოყენებით შესაძლებელია დისტანციურად დაშორებულ კოლეგებთან ერთადროულად იმუშაოთ დოკუმენტებზე . გარდა ამისა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ იქნება დაკარგული ვირუსებისა და ტექნიკის გაუმართაობის გამო.

Advertisements
By AAFcapital

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s