ჩვენს მიერ დასაქმებულები

ჩვენი სასწავლო ცენტრის მიერ არაერთი ადამიანი დასაქმდა. ჩვენთან სწავლის მსურველები როდესაც მოდიან და აპლიკაციის ფორმას ავსებენ უკვირთ რატომ უნდა ჩავწერო სად ვსწავლობდი, რა დავამთავრე, სად მიმუშავია და რამდენი მქონდა ხელფასიო. ბოლოს რომ ვკითხავ ფინანსური განხრით დასაქმება არის თუ არა თქვენი სურვილი მეთქი, მაშინ კი ეცვლებათ სახე (“უბრწყინდებათ”) და მეუბნებიან კი რა თქმა უნდაო. დიახ სწორედ სამომავლოდ დასაქმებისათვის არის ჩვენთვის საინტერესო ის დეტალები, რაც სააპლიკაციო ფორმაშია მოხსენიებული. როდესაც ჩნდება ვაკანსია და ჩავიხედავთ დასასაქმებელ ადამიანთა სიაში, ვითვალისწინებთ ყველა წვრილმანს და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ზუსტად ვირჩევთ რომელი ადამიანი მოერგება შემოთავაზებულ სამსახურს.  ყველა ჩვენს მიერ დასაქმებული ადამიანი მეტ-ნაკლებად კმაყოფილია თავისი მდგომარეობით. სწორად შერჩეული კადრით კმაყოფილი ვართ ჩვენც, დასაქმებულიც და დამსაქმებელიც. ვუსურვებთ ყველა ჩვენს მსმენელს, ყოფილ და მომავალ მსმენელებს სამსახურის შოვნას და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას.

ჩვენს მიერ დასაქმებულები

By სასწავლო ცენტრი "ააფ-კაპიტალი"

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.