ყველაფერს თავის დრო აქვს. ამ ბიბლიურ მოძღვრებას ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვარღვევთ და ამის გამო ვექცევით სხვადასხვა ხაფანგებში. ხან ნაადრევად ავფორიაქდებით, ხან კი ვაგვიანებთ გადაწყვეტილების მიღებას. ვაწყობთ გეგმებს, რომელსაც ცხოვრება გვინგრევს, ან გადავდებთ საქმის დაწყებას, რომელიც დიდი ხანია უნდა დაგვეწყო. ეს განცდები გვიშლის ხელს ცხოვრებაში, ისინი იძულებულს გვხდიან ტყუილად დავხარჯოთ დრო და ენერგია, საბოლოო ჯამში კი ხელს გვიშლიან დავტკბეთ ცხოვრებით. ჭკვიანი ადამიანები ხშირად სჩადიან სისულელეებს და ცხოვრებას იუბედურებენ. გონებრივი ხაფანგების შესახებ და თუ როგორ დავაღწიოთ მათ თავი, მოთხრობილია ანდრე კუკლას წიგნში. ჩვენ მოკლედ აღვწერთ თითოეულ ხაფანგს და მისგან თავის დაღწევის გზებს.
- ჩაციკვლა ანუ რაიმეს კეთება ინერციით
ეს ხაფანგი გულისხმობს გონებით ისევ იმ საქმის კეთებას, რამაც უკვე დაკარგა აზრი. ამ ხაფანგის მარტივი მაგალითია, რაც ყველას დაგვმართნია, საუბრისას მსახიობის სახელის დავიწყება. მოსაუბრე დიდი ხანია უკვე სხვა თემაზე საუბრობს, ჩვენი გონებით კი ისევ მსახიობის სახელს ვიხსენებთ.
2. ამპლიფიკაცია (გაძლიერება), ანუ ჩიტს თოფით არ კლავენ
ეს ხაფანგი გულისხმობს მიზნის მისაღწევად გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვას, ვიდრე მიღწეული შედეგი იძლევა სარგებელს.
3. ფიქსაცია, ანუ ხაფანგი, რომლის დროსაც ჩვენი მისწრაფება მიზნისაკენ ბლოკირებულია. ჩვენ ვერ ვაგრძელებთ სხვა საქმეს, ვიდრე არ დაგვირეკავენ, ნებას არ დაგვრთავენ. ნაცვლად იმისა, რომ ლოდინის პერიოდში რაიმე სასარგებლო საქმე მოვასწროთ ვიმყოფებით ფიქსაციის მდგომარეობაში.
4. რევერსია – ფიქსაციის საწინააღმდეგო მნიშვნელობა. წარსულის შეცვლის მცდელობები. ის რისი შეცვლაც შეუძლებელია – უკეთესი იქნებოდა..,
5. წინასწარ ანუ ფორიაქი – ხაფანგი, რომელშიც ვხვდებით იმის გამო, რომ რაღაცის კეთებას ვიწყებთ ძალიან ადრე. მაგალითად ხელმძღვანელის გნცხადებაზე ჩვენს პასუხზე ფიქრი, როდესაც ამ განცხადების შინაარსიც და ტონიც ჯერჯერობით უცნობია. ნახევარზე მეტი ამ მოსაზრებებიდან აღმოჩნდება მცდარი. ესე იგი გამოდის რომ ენერგია დავხარჯეთ ტყუილად.
6. წიანააღმდეგობა ანუ დაავადება „კიდევ ცოტა“ – ვცილობთ რომ ის რაც აუცილებლად გასაკეთებელია, რაც შეიძლება გადავწიოთ. მაგალითად, გამოცდის თარიღი როდესაც ცნობილია, მაგრამ საკმაო დრო არის დარჩენილი, მერე-მერეს ძახილით ბოლო ღამეების გათენება გვიწევს ხოლმე.
7. გაჯანჯლება – რაღაც საქმის გაკეთება გადავწყვიტეთ , მაგრამ ძნელია მისი დაწყება, ამ დროს ვიმიზეზებთ სხვა უმნიშვნელო საქმეებს და თავს ვიმართლებთ. ზოგს ახასიათებს ჩვევა მნიშვნელოვანი საქმეები გადადოს სხვა დღეებისათვის. ესეც გონებრივი ხაფანგია, მაგრამ ცნობილია ანდაზა „გადადებული საქმე გადაგდებულიაო…“
8. განაწილება ანუ ორი კურდღლის მადევარი – ეს არის რადმენიმე საქმის ერთდროულად კეთების მავნე ჩვევა. შედეგად ყველა პრობლემა გადაუჭრელია, ადამიანი აფორიაქებულია და შეიძლება ითქვას სიგიჟის ზღვარზეა. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთია ვისწავლოთ პრიორიტეტების დასახვა და პრობლემები მოვაგვაროთ თანმიმდევრობით.
9. აჩქარება ამ ხაფანგში ვვარდებით, მაშინ როცა გვსურს საქმე მოვასწროთ უფრო მალე ვიდრე მას რეალურად სჭირდება დრო. ეს ხაფანგი გაჯანჯლები ს საპირისპიროა. როდესაც ჩვენ ვჩქარობთ როცა ამის საჭიროება არ დგას, საჭირო ყურადღებას და დროს არ ვუთმობთ დასხულ ამოცანას.
10. რეგულირება, ანუ უსარგებლო რეცეპტების ხაფანგი. ასეთ ხაფანგში ვექცევით ისეთ სიტუაციებში როდესაც უფრო მოხერხებულია სპონტანურობა და არა რაღაც განსაზღვრული წესების მიხედვით მოქცევა. მაგალითად როდესაც დასასვენებლად ხარ, შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს კვება მხოლოდ დილა საღამოს, რათა უფრო მეტი დაათვალიერო და გაერთო, ვიდრე განსაზღვრული დროზე კვებისთვის დროის დახარჯვის გამო მოაკლდე გართობას და ასე ვთქვატ ვერ შეირგო დასვენების უპირატესობა.
11. ფორმულირება – ეს არის ხაფანგი, როდესაც უსაზღვროდ ვაფრქვევთ საკუთარ აზრებს იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვგონია მართალი. მაგალითად მზის ჩასვლა მოგვწონს და ამაზე ვლაპარაკობთ ყველასთან, ცხადია ამ დროს სრულად ვერ დატკბები მზის ჩსვლის ყურებით. ამ ჯგუფში შედის ადამიანთა ის ჯგუფიც, რომლებიც ცხოვრების ყველა დეტალს აფიქსირებენ ფოტოზე. ასეთ ადამიანებს არ სცალიათ რომ დატკბნენ ცხოვრებით და ფოტოაპარატი თუ დარჩათ სახლში ვარდებიან პანიკაში და ამჯობინებენ საერთოდ არც ნახონ და არც აღიქვან არფერი.
ყველა შემთხვევას აქვს თავის დაშვებები, ამიტომ არ იქნება სწორი ზემოთ აღწერილი ან სხვა სიტუაციები ერთმნიშვნელოვნად მივიჩნიოთ ხაფანგად. შეიძლება წარმოიშვას საერთოდ განსხვავებული ვარიანტები ან მათი კომბინაციები.
კომენტარებში შეგიძლიათ მოიყვანოთ სიტუაციები, რომლებშიც თქვენ აღმოჩენილხართ და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ თურმე ეს იყო ხაფანგი 🙂 🙂 🙂
გისურვებთ წარმატებებს და ხაფანგებისაგან თავის დაღწევას…
კომენტარებში შეგიძლიათ მოიყვანოთ სიტუაციები, რომლებშიც თქვენ აღმოჩენილხართ და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ თურმე ეს იყო ხაფანგი 🙂 🙂 🙂
გონების მიერ დაგებული…
რა საინტერესოა 🙂 მეცნო