2012 წელში ჩვენს სასწავლო ცენტრში მოვიდა ერთი ახალგაზრდა, გიორგი ქარელი. მას დიდი სურვილი ქონდა ესწავლა, ეშრომა და რაც შეიძლება მალე დაუფლებოდა პროფესიას. დიდი მონდომებით სწავლობდა , გვეხვეწებოდა რომელიმე ორგანიზაციაში გაგვეშვა სტაჟირებაზე, ჩვენს სასწავლო ცენტრს მაშინ სტაჟირების პროგრამა არ ქონდა. მართლაც გავუშვით გიორგი ორ თვიან სტაჟირებაზე და დასრულებისთანავე გამოჩნდა ვაკანსია შპს „თ და ს“–ში, სადაც ჩვენი შუამდგომლობით დაიწყო მუშაობა დახმარე ბუღალტრად. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, თუმცა მისი არც ხელფასი იყო თავიდან მომხიბვლელი და არც სამუშაო გარემო, მაგრამ იგი მადლიერი და ბედნიერი იყო ამ ყველაფრით. სწავლა დაასრულა ჩვენთან და სრული სერტიფიკატის მფლობელიც გახდა.
გავიდა წლები. ამ რამდენიმე თვის წინ შეგვეხმიანა საბუღალტრო პროგრამის შესაძენად. მან თავის მამიდაშვილთან ერთად კერძო ბიზნესი წამოიწყო. საქმე რომ აეწყო დამატებითი კადრებიც დასჭირდათ და ჩვენ მოგვმართეს მოლარე–ოპერატორისათვის. ჩვენ რა თქმა უნდა გავუგზავნეთ, აგრეთვე მოტივირებული და მზარდი კადრი ლიკა მღებრიშვილი, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს.
დგება სექტემბერი, ლიკას სწავლა ეწყება უნივერსიტეტში, ვეღარ მოახერხებს სრული დატვირთვით მუშაობას, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ახალი კადრის მომზადება. გავუშვით აგრეთვე მოტივირებული და მონდომებული ახალგაზრდა გოჩა ოსიფოვი, რომელიც ამჟამად სწავლობს ჩვენს სასწავლო ცენტრში და სტაჟირებას გადის ლიკასთან. ვიმედოვნებთ რომ შესძლებს აითვისოს მასალა და იმუშაოს დამოუკიდებლად.
თითქოს ისეთი არაფერი… მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით რომ მინდა დაგანახოთ მონდომება და მოტივაცია ტყუილად არ იკარგება. „ბიჭი“, რომელიც 4 წლის წინ სტაჟირებას გვეხვეწებოდა დღეს თვითონ ასაქმებს ადამიანებს. ასეთი მაგალითი ჩვენს სასწავლო ცენტრში არაერთია. უანგარო დახმარებით და სიტყვის შეწევნით ბევრი ახალგაზრდა დადგა ფეხზე და დღეს გამართული ადამიანია.
ვუსურვებთ წარმატებებს გიორგის, ლიკას გოჩას და ყველას ვინც ჩვენს სასწავლო ცენტრში ფეხი შემოდგა და მის ისტორიაში გარკვეული წვლილი შეიტანა. ბევრს დავეხმარეთ, ზოგს შეიძლება ვერც… მაგრამ ყველაფერი დროის ამბავია, მთავარია მონდომება და მიზანდასახულობა და ყველაფერი გამოვა.
გისურვებთ წარმატებებს…