სიახლეები “ააფ–კაპიტალში”

newsდადგა სექტემბერი. დაიწყო ახალი სასწავლო წელი. სასწავლო ცენტრი “ააფ–კაპიტალი” როგორც ყოველთვის სიახლეებით იწყებს ახალ სასწავლო წელს. ჩვენს სასწავლო ცენტრში შეიცვალა სერტიფიცირების სისტემა. აქამდე სერტიფიკატი გაიცემოდა ყველა საგნის (AAFC-1, AAFC-2, AAFC-3, AAFC-4, AAFC-5) გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ხოლო ვინც კონკრეტულად ერთ რომელიმე საგანს აბარებდა გაიცემოდა “მოწმობა” იმ საგნის წარმატებით გავლის შესახებ. 2016 წლის სექტემბრიდან ჩვენი სასწავლო პროგრამა დაიყო ორ საფეხურად და შესაბამისად სერტიფიკატიც გაჩნდა ორი ტიპის: პირველი საფეხურის და მეორე საფეხურის. პირველ საფეხურში გაერთიანდა შემდეგი საგნები:

AAFC-1 “ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით”

AAFC-2 “საბუღალტრო ინფორმაციული ტექნოლოგიები”

AAFC-3 “ბიზნესის სამართლებრივი საფუძვლები”

ხოლო მეორე საფეხურში:

AAFC-4 “ფინანსური ანგარიშგების შედგენა ფასს–ის მიხედვით”

AAFC-5 “საქართველოს საგადასახადო კოდექსი: ძრითადი გადასაახდები”

AAFC-6 “საქართველოს საგადასახადო კოდექსი: სამართლებრივი საფუძვლები”

ამიტომ მსმენელებს ვისაც გავლილი აქვთ AAFC-1 და AAFC-2 გაუჩნდათ შესაძლებლობა AAFC-3– ის გავლის და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გახდნენ პირველი საფეხურის სერტიფიკატის მფლობელი.

და აი უმთავრესი სიახლე “ააფ–კაპიტალის” სასწავლო–სასერტიფიკაციო პროგრამას დაემატა ახალი საგანი AAFC-6 “საგადასახადო კოდექსი: სამართლებრივი საფუძვლები”. როგორც მოგეხსენებათ ჩვენს სასწავლო ცენტრში 2015 წლიდან იკითხება “საქ. საგადასახადო კოდექსის” კურსი, რომელიც შეეხებოდა ძირითად გადასახადებს (AAFC-5 “საქ. საგადასახადო კოდექსის სპეცკურსი”), კითხულობდა ბ–ნი გიორგი ცერცვაძე,  რჩება უცვლელი სახით, ისევ წაიკითხავს ბ–ნი გიორგი ცერცვაძე, მხოლოდ შეეცვალა დასახელება AAFC-5 “საქ. საგადასახადო კოდექსი: ძირითადი გადასახადები”. რაც შეეხება AAFC-6 “საგადასახადო კოდექსი: სამართლებრივი საფუძვლები” ამ კურსს კითხულობს ლევან სირანაშვილი, რომელიც არის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი . ლექციებზე წაიკითხება:

  1. საქართველოს საგადასახადო სისტემა
  1. სსკ-ში გამოყენებული ტერმინები და ცნებები
  1. ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია
  1. გდამხდელის სამართლებრივი დაცვა
  1. გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება
  1. საგადასახადო ორგანოები, მათი ფუნქციები და ვალდებულებები
  1. საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება
  1. საგადასახადო ანგარიშგება
  1. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება
  1. საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები
  1. საერთაშორისო დაბეგვრა და გადასახადებისაგან თავის არიდების აღკვეთა
  1. ტრანსფერფრაიზინგი
  1. შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
  1. საგადასახადო აღრიცხვის წესი

 

  1. გადასახადების ადმინისტრირება
  1. აქციზი 
  2.  იმპორტი
  1. საბაჟო
  1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
  1. საგადასხადო კონტროლი – მიმდინარე კონტროლის პროცედურები და საგადასახადო შემოწმება
  1. საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა
  1. საგადაასახადო შეთანხმება
  1. საგადასახადო დავის წრმოება
  1. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

სალექციო კურსი მოიცავს 12 ლექციას, ლექციის ხანგრძლივობაა 2,5 სთ. ლექციები ტარდება პროექტორის დახმარებით სადემონსტრაციო მასალების გამოყენებით, ლექცია დინამიურია და მოითხოვს თითოეული მსმენელის აქტიურ ჩართულობას. ტარდება ორი შუალედური ტესტირება, რომელიც აგრეთვე ემსახურება მიღებული ცოდნის გაღრმავებას და რაც მთავარია, ტესტირებებზე მიღებული შედეგები სქაბოლოო გამოცდაზე პოვებს ასახვას. რეგისტრაცია სასწავლო პროგრამაზე მიმდინარეობს. ლექციები დაიწყება 20 სექტემბრიდან და ჩატარდება სამშაბათი, ხუთშაბათი საღამოს 7 სთ.–ზე

ფაქტობრივად AAFC-5 და AAFC-6 წარმოადგენს საქ. საგადასახადო კოდექსის სრულ კურსს, თუმცა მსმენელს აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს რომელიმე მათგანზე განყენებულად. ორივე კურსის არჩევის შემთხვევასი მსმენელი მიიღებს მნიშვნელოვან ფასდაკლებას.

 

 

By სასწავლო ცენტრი "ააფ-კაპიტალი"

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.