ლექციები AAFC-4 “ფინანსური ანგარიშგების მომზადება”

ifrs

2016 წლის 12 დეკემბერს სასწავლო ცენტრში “ააფ–კაპიტალი” იწყება სალექციო კურსი “ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს–ის მიხედვით”. რა წაიკითხება აღნიშნულ სალექციო კურსში, ვისთვისაა განკუთვნილი ეს კურსი, რა საბაზისო ცოდნას მოითხოვს და რას მოგვცემს ამ კურსის გავლა, ამ კითხვებს  შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ სტატიაში.

აღნიშნული სალექციო კურსი შეეხება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ კი წაიკითხება რამდენიმე სტანდარტი: ბასს 1 “ფინანსური ანგარიშგების წარდგენა”, ბასს 12 “მოგებიდან გადასახადები”, ბასს 7 “ფულადი ნაკადები”, ბასს 8 “სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები”, ბასს 10 “საანგარიშგებო პერიოდის შემდგომი მოვლენები”. აღნიშნული კურსი განკუთვნილია ბუღალტრებისათვის ან დამწყები ბუღალტრებისათვის, რომელთაც გააჩნიათ საბაზისო ცოდნა, კერძოდ გავლილი აქვთ “ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კურსი”, რომელიც ჩვენს სასწავლო ცენტრშიც წაიკითხება და AAFC-1 იწოდება. მოკლედ რომ ვთქვათ ეს კურსი შეეხება ფინანსური ანგარიშგების ფორმების შედგენას: ბალანსი, მოგება–ზარალი, ფულადი ნაკადები, კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება, ახსნა –განმარტებითი შენიშვნები, ამ ფორმებთან დაკავშირებულ სხვა და სხვა საკითხებს, კერძოდ საანგარიშო პერიოდის შემდგომი მოვლენები როგორ გავლენას ახდენს ფინანსური ანგარიშგების ფორმებში ასახულ რიცხვებზე, ანუ რას ცვლის, რა განსხვავებას იწვევს ფინანსური აღრიცხვით მირებული საბოლოო ფინანსური შედეგი და საგადასახადო აღრიცხვით მიღებული საბოლოო შედეგი, სად და როგორ აისახება ეს ცვლილებები და მრავალ სხვა საინტერესო თემას.

აღნიშნული კურსი იწყება 12 დეკემბერს, ჩატადება კვირაში სამჯერ ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, საღამოს 7 საათზე. ლექციებს კითხულობს ბ–ნი გიორგი ცერცვაძე

გელით, კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია, დამატებითი შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ 599254713, ნინო კაჭარავა , სასწავლო ცენტრის დირექტორი.

By სასწავლო ცენტრი "ააფ-კაპიტალი"

One comment on “ლექციები AAFC-4 “ფინანსური ანგარიშგების მომზადება”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.