11 სექტემბერს ააფ-კაპიტალში დაიწყო სალექციო კურსი ფინ. ანალიზი და მოდელირება Ms excell-ის ბაზაზე” , ლექციების კურსი სატესტოა და მიმდინარეობს კურსის დახვეწა, ლექციები ჩაუტარდათ აუდიტური კონცერნი “ცოდნისას” თანამშრომელთა ნაწილს. პირველი ლექციის თემა :
1) VLOOKUP ფუნქცია ერთეულის სარეალიზაციო ფასისა და რაოდენობის დასადგენად Data Validation Dropdown List სინთეზით;
2) IFERROR Functions გამოყენება მონაცემთა ბაზაში საძიებო მონაცემის არსებობისას;
3) VLOOKUP & IFERROR Functions ინვოისის შესაქმნელად;
4) VLOOKUP ფუნქცია გადასახადისა და % დასათვლელად ;
5) VLOOKUP ფუნქციით დაქირავებულთა ხელფასების დათვლა ;
6) VLOOKUP ფუნქციით გაყიდული პროდუქციის ერთეულებზე დამოკიდებული სახელფასო სქემის დროს;
7) VLOOKUP ფუნქციის გამოყენების სხვადასხვა ვარიანტები
8) ორმაგი VLOOKUP ;
9) Vlookup მონაცემთა ძებნა რამდენიმე ცხრილში ერთდროულად ;
10) INDEX & MATCH function;
11) VLOOKUP & MATCH function მონაცემთა ბაზებიდან სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად.
მეორე ლექციის თემა:
- ვიზუალური ფილტრები და მათი პარამეტრები;
- if function 1’A1 არსებული მონაცემების მხედვით განსაზღვროს ფინანსური შედეგი;
- if function in Vat;
- Cell References;
- ნამუშევარი დროის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა;
- ამონაგები თანხის მიხედვით მოგებისა და %-ის განსაზღვრა;
- And&Op&Not ფუნქციები.
მესამე ლექციის თემა:
სტატისტიკური ფუნქციები:
- SumIf
- SumIf s
- CountIf
- CountIfs
- AverageIf
- AverageIfs
ტექსტური ფუნქციები:
- Len
- Left
- Mid
- Upper
- lower
- Proper
- Rept
- Trim
- Substitute
- Power
- RoundUp
- RownDown
- RandBetween
- Conditional Formatting
ლექცია საკმაოდ ინფორმაციული იყო მოქმედი ბუღალტრებისა და აუდიტორებისათვის. მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად გაუმარტივებთ მათ მომავალში თავიანთ საქმეს.
ლექციებს უძღვება ნინო ოღაძე მოქმედი ფინანსური მენეჯერი, ექსელის სერტიფიცირებული Ms Office Specialist Expert ოფიციალური სერტიფიკატის მფლობელი.
ლექტორის ამპლუაში იგი პირველად იმყოფება. მისი დებიუტი შესანიშნავი და წარმატებული იყო ნამდვილად. მის ლექციაზე ყოფნა სასიამოვნოა, ლექციას არ აკლია ტემპი, დინამიკა, ხალისი.” თავის მოსაფხანად” ვერ მოიცლის ადამიანი ნინოს ლექციებზე, იმდენად ერთვები ინტერესდები. მთელი აუდიტორია ჩართულია პროცესში. ნინო თვითგანვითარებაზე ორიენტირებული და მონდომებულია. მას სურს, რომ საკუთარი პრაქტიკიდან მიღებული ცოდნა, რომელიც მას დაუგროვდა წლების მანძილზე , სხვებსაც გაუზიაროს.
ეს კურსი როგორც აღვნიშნე სატესტოა, გამოვლინდა ერთი მომენტი, რომ ლექციაზე ადამიანთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს10- 12-ს, ადამიანთა დიდი რაოდენობა იწვევს ხმაურს, ცოდნის ათვისების ხარისხი კლებულობს და ლექტორიც მძიმე მდგომარეობაშია.
ვულოცავთ ნინოს წარმატებულ დებიუტს ამ სფეროში და ვიმედოვნებთ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ხანგრძლივი და წარმატებული.
აღნიშნული კურსი ჩვენს სასწავლო ცენტრში ამოქმედებულია, სხვადასხვა დეტალი სულ მალე გახდება ცნობილი.