საგანი “ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით”
გამოცდა ტესტური სახისაა (კითხვას ახლავს 3 ან 4 სავარაუდო პასუხი), თუმცა რამდენიმე საკითხს არ ახლავს სავარაუდო პასუხები და თქვენ უნდა ჩაწეროთ გამოთვლის შემდეგ. სულ 25 საკითხია. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება 60% საკითხების სწორად ამოხსნის შემთხვევაში, ანუ უნდა იყოს 15 სწორი პასუხი მაინც. გამოცდა ორნაწილიანია. ტესტების პირველ ნაწილში 12 საკითხია. გამოცდის ეს ნაწილი გრძელდება 1 სთ.და 30 წთ. შემდეგ 20 წთ. შესვენება, ხოლო ტესტის მეორე ნაწილი შედგება 13 კითხვისაგან და გრძელდება 1სთ. და 40წთ.
გამოცდაზე რეგისტრაცია ხდება წინასწარ
გამოცდის გადასახადია 50 ლარი, რომელიც გამოცდამდე უნდა იქნეს გადახდილი, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსმენელი გამოცდაზე არ დაიშვება.