ისტორია

სასწავლო ცენტრი შპსააფკაპიტალიშპს „ააფ-მენეჯმენტისა” (ჟურნალი „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ ) და შპს „იბერ-ინფოს” (საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერის“ ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) ერთობლივი პროექტია. ეს ფირმები კი თავის თავად აუდიტორული კონცერნი “ცოდნისას” შვილობილები არიან.

სასწავლო ცენტრმა ფუნქციონირება 2011 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ჩვენი სასწავლო ცენტრი პატარაა, იმდენად რამდენადაც ჩვენ ორიენტირებულები ვართ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. სასწავლო ცენტრს  გააჩნია სრულად აღჭურვილი (ლეპტოპები, ბორდ-მარკერის დაფა და ა. შ.) ორი სასწავლო აუდიტორია. ლექციები გვაქვს თეორიული სახის და პრაქტიკული სახის. ჩვენი სასწავლო ცენტრი ეხმიანება საბაზრო მოთხოვნებს. ვცდილობთ შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტი, ამის წინაპირობაა რა თქმა უნდა გუნდი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, სასწავლო ცენტრი “ააფ-კაპიტალი” დაკომპლექტებულია მოტივირებული, ენერგიული და თავის საქმეში პროფესიონალი კადრებით. ჩვენ ორიენტირებული ვართ მსმენელების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრში ინდივიდუალური გაკვეთილების გარდა ტარდება ჯგუფური მეცადინეობები, სასწავლო ცენტრის არსებობის მანძილზე დაინერგა მსმენელისადმი ინდივიდუალური მიდგომის პრაქტიკა. მსმენელს არ უნდა დარჩეს გაურკვეველი საკითხი, ეს არის ჩვენი დევიზი.

ფინანსური სფეროს სპეციალისტებზე დღეს დიდი მოთხოვნაა. ბაზარი გაჯერებულია ამ სფეროში მომუშავე ადამიანებით, მაგრამ კარგი სპეციალისტის პოვნა, როგორც ყველა პროფესიაში, მუდმივი პრობლემაა. ამ პროგრამის მიზანია მოამზადოს სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

სასწავლო ცენტრის  „AAFC – სასწავლო სასერტიფიკაციო პროგრამა ფინანსებში“ მოიცავს შემდეგ საგნებს:

1)    AAFC-1   „ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო IFRS სტანდარტებით“;

2)    AAFC-2  “საბუღალტრო ინფორმაციული ტექნოლოგიები“;

3)    AAFC-3   „ბიზნესის სამართლებრივი და  საფუძვლები“;

4)   AAFC-4  “ფინანსური ანგარიშგების მომზადება  IFRS-ით”

5)   AAFC-5  “საქ. საგადასახადო კოდექსი”

6) AAFC-7 “ფინანსური ანალიზი და მოდელირება ექსელში”

სასწავლო ცენტრში აქტიურად ფუნქციონირებს ბუღალტრის სტაჟირების პროგრამა, რომლის გავლის შემდეგაც მსმენელი ფაქტიურად გამზადებული კადრია.

საოფისე ექსელის აქტუალობა ცნობილია ფინანსურ სფეროში მომუშავეთათვის, ჩვენს სასწავლო ცენტრში ფუნქციონირებს “საბაზო ექსელის კურსი” ,

ჩვენ შეგვიძლია წარჩინებული მსმენელები გავუშვათ სტაჟირებაზე კერძო კომპანიებში. რეალურად შესაძლებელია დასაქმებაში ხელშეწყობა. ჩვენი დახმარებით AAFC ლექციების მსმენელთა დაუსაქმებელი ნაწილის დიდი უმრავლესობა უკვე დასაქმდა!

სასწავლო კურსებზე მიღება წარმოებს წლის განმავლობაში  რამდენჯერმე.

ცოდნა საუკეთესო კაპიტალია!