სასწავლო ცენტრი შპს „ააფ-კაპიტალი“ (შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს შვილობილი კომპანია) ატარებს IFRS სტანდარტების შემსწავლელ AAFC-1 და AAFC-4 სალექციო კურსებს.
AAFC-1 კურსის ფარგლებში შეისწავლება ძირითადი სტანდარტები:
„ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლები“ (“Conceptual Framework for Financial Reporting”);
ბასს 1: „ფინანსური ანგარიშგების წარდგენა” (IAS 1. “Presentation of Financial Statements”);
ბასს 2: „მარაგები” (IAS 2. “Inventories”);
ბასს 16: „ძირითადი საშუალებები” (IAS 16. “Property, Plant and Equipment”);
ბასს 21: „უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები” (IAS 21. “The Effects of Changes in Foreign Exchange Rates”);
ბასს 23: „ნასესხებ სახსრებთან თან დაკავშირებული დანახარჯები” (IAS 23. “Borrowing Costs”);
ბასს 38: „არამატერიალური აქტივები” (IAS 38. “Intangible Assets”);
ბასს 40: „საინვესტიციო ქონება” (IAS 40. “Investment property”).
კურსის დასრულების ბოლოს ტარდება გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
AAFC-1 სალექციო კურსის შესწავლის შემდეგ, თქვენ გექნებათ საფუძველი გააგრძელოთ IFRS სტანდარტების შესწავლა სალექციო კურსით AAFC-4 “ფინანსური ანგარიშგების შედგენა ფასს-ებით”.
ლექციებზე თეორიული ახსნის პარალელურად, მასალის უკეთ აღქმისათვის განიხილება პრაქტიკული ამოცანები.
ლექციების რაოდენობა: 14 (13 სავალდებულო +1 ნებაყოფლობითი).
ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ.
ღირებულება: 260+20 ლარი (გამოცდის ღირებულების გარეშე).
დაწყება : 18 დეკემბერი, 2019 წელი
ჯგუფი 1: დაწყების დრო: 19:00 სთ.
ჯგუფი 2: დაწყების დრო- 12:00 სთ.
ლექციის ჩატარების დღეები :
ორშაბათი, ოთხშაბათი
სალექციო კურსს უძღვებიან:
გიორგი ცერცვაძე, შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს გენერალური დირექტორი, „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ მთავარი რედაქტორი (9 ლექცია, საღამოს ჯგუფი).
ფრიდონ ალშიბაია, შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს მმართველი პარტნიორი (5 ლექცია, საღამოს ჯგუფი).

ფრიდონ ალშიბაია
ნინო კაჭარავა, შპს „ააფ-კაპიტალის“ დირექტორი და პარტნიორი (დილის ჯგუფი).
კურსის დასრულების ბოლოს ტარდება გამოცდა, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
ტრენინგი ტარდება მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟ-ფშაველას 41, მე-5 სართული