„ფინანსური ანგარიშგების შედგენის დამამთავრებელი ეტაპი (სრული IFRS-ების მიხედვით)“

უნიკალური სალექციო ტრენინგი ფასს სრულ სტანდარტებში!

სასწავლო ცენტრი შპს “ააფ-კაპიტალი” ატარებს სალექციო ტრენინგს შპს აუდიტური კონცერნ “ცოდნისა”-სთან ერთად ფასს სრულ სტანდარტებში (IFRS) , რომელიც მოიცავს 10 ლექციას.

ლექტორები: – შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“-ს მმართველი პარტნიორები: გიორგი ცერცვაძე (7 ლექცია) და ფრიდონ ალშიბაია (3 ლექცია).

სალექციო ტრენინგი დაიწყება 22 ივნისს , ჩატარდება საღამოს საათებში (დასაწყისი: 19:00 სთ).

ჩატარების დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი.

ღირებულება: ფიზიკური პირებისათვის 480 ლარი, იურიდიული პირებისათვის 600 ლარი.

მათ, ვისაც ჩვენს სასწავლო ცენტრში გავლილი აქვთ მსს ფასს კურსი, ისარგებლებენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად ZOOM პლატფორმის გამოყენებით. გაკეთდება ყოველი შეხვედრის ჩანაწერი.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

ლექციების ცხრილი:

1-ლი ლექცია ბასს 8. სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები

მე-2 ლექცია ბასს 1. ფინანსური ანგარიშგების წარდგენა (1-ლი ნაწილი): ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ზოგადი პრინციპები; ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი)

მე-3 ლექცია ბასს 1. ფინანსური ანგარიშგების წარდგენა (მე-2 ნაწილი): სრული შემოსავლის ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის ანგარიშგება; საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება; ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები.

მე-4 ლექცია ბასს 7. ფულადი ნაკადების ანგარიშგება.

მე-5 ლეცია ბასს 27. ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება; ფასს 12. განმარტებითი შენიშვნები სხვა საწარმოებში მონაწილეობის შესახებ

მე-6 ლექცია ბასს 36. აქტივების გაუფასურება.

მე-7 ლექცია ბასს 39. ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები.

მე-8 ლექცია ბასს 10. საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები. ბასს 24. დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები.

მე-9 ლექცია ფასს 1. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების პირველად გამოყენება.

მე-10 ლექცია ფასს 13. სამართლიანი ღირებულების შეფასება.

შეგიძლიათ  გაიაროთ რეგისტრაცია