ბუღალტერიის შესწავლა დამწყებთათვის

სასწავლო ცენტრი “ააფ-კაპიტალი” ატარებს სასწავლო კურსს ბუღალტერიის შესწავლის მსურველთათვის. კურსში შედის თეორიული ლექციები, პრაქტიკული მეცადინეობები (საბუღალტრო პროგრამი შესწავლა) და rs.ge პორტალი და დეკლარირება.

მეცადინეობები ჩატარდება როგორც ონლაინ , პროგრამა ზუმის გამოყენებით, ასევე აუდიტორიაში

ჯგუფში 2-დან 5 მოსწავლემდეა

თეორიული კურსი შედგება 15 ლექციისაგან, ლექციის ხანგრძლივობა 2 სთ. (შუალედური ტესტირება 2), კურსის ღირებულება 400 ლარი

პრაქტიკული კურსი “საბუღალტრო ინფორმაციული ტექნოლოგიები” შედგება 20 ლექციისაგან, ლექციის ხანგრძლივობა 2 სთ. (შუალედური ტესტირება 2), კურსის ღირებულება 450 ლარი (სწავლა გრძელდება 3 თვე). ამ კურსში შეისწავლება საბუღალტრო პროგრამები და მასში ბუღალტერიის წარმოება.

rs.ge პორტალი და დეკლარირება შედგება 7 ლექციისაგან, ლექციის ხანგრძლივობა 2 სთ. ღირებულება 250 ლ.

ტრენინგი “ელექტრონული სერვისები და დეკლარირება” შეისწავლება შემოსავლების სამსახურის პორტალი rs.ge სრულად და დეკლარაციების შევსება. (თითოეული გადასახადის დეტალური განხილვა), შედგება შვიდი 2 საათიანი შეხვედრისაგან. ღირებულება 250 ლარი. თუ გსურთ უფრო ღრმად შეისწავლოთ გადასახადები დაესწარით კურსს 🔸”საგადასახადო კოდექსი – სრული კურსი” 🔸️

გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად, ერთიანი გადახდის და სამივე საგნის არჩევის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს 10%-იან ფასდაკლებას.

თითოეული კურსის დასრულების ბოლოს ტარდება გამოცდა, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

ჩვენს სასწავლო ცენტრში შემოდის ვაკანსიები ბუღალტრის დამხმარის ან ბუღალტრის პოზიციაზე, სადაც ვასაქმებთ ჩვენს მოსწავლეებს.

შინაარსი:

ბუღალტერიის არსი; აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი;

ორადი ჩაწერის პრინციპი; დისკონტირების არსი;

სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა;

რეალური ღირებულება, ნეტო სარეალიზაციო ღირებულება, თვითღირებულება;

მარაგების თვითღირებულების განსაზღვრა ფიფო, საშუალო შეწონილი, ინდივიდუალური აღრიცხვის მეთოდებით;

საცალო და ნორმატიული მეთოდები

სასაქონლო-მატერიალური მარაგების გადაფასება;

ძირითადი საშუალებების აღრიცხვა; ძველი ნაწილის ახლით ჩანაცვლება, ძირითადი საშუალებების გადაფასება, ცვეთის მეთოდები.

არამატერიალური აქტივები, არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია.

კრედიტით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები, განსაკუთრებული აქტივის არსი.

პრაქტიკულ კურსში შეისწავლება საბუღალტრო პროგრამა “ინფო ბუღალტერი”/ ბუღალტერია-საწყობი “ფინა”, პროგრამა “ორისი” არჩევით

პრაქტიკული ამოცანების რეალიზება საბუღალტრო პროგრამაში

გვაქვს დასაქმებაში ხელშეწყობა, ჩვენი მსმენელების დიდი უმრავლესობა დასაქმდა ჩვენს მიერ

ჩვენთან ისწავლით იმას, რაც დაგჭირდებათ სამსახურში, ცოდნა საუკეთესო კაპიტალია

კურსზე ჩაწერის მსურველები დაგვიკავშირდით ტელ: 599 25 47 13

ან გაიარეთ რეგისტრაცია