ტრენინგი “rs.ge პორტალი და დეკლარირება”

სასწავლო ცენტრი “ააფ-კაპიტალი” ატარებს ტრენინგს “ელექტრონული სერვისები და საგადასახადო დეკლარირება”

შეხვედრები ჩატარდება როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ზუმ პლატფორმაზე, თქვენი არჩევანის მიხედვით.

გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ. შესაძლებელია ინდივიდუალური კურსის არჩევა და ჯგუფში (3-4 მსმენელი)

ღირებულება 300 ლარი.

ტრენინგს ატარებს სასწავლო ცენტრის დირექტორი, პრაქტიკული 25 წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, ნინო კაჭარავა


  • შემოსავლების სამსახურის (RS.GE) გვერდის აღწერა და გადასახადის გადამხდელის გვერდზე არსებული სერვისები ( შეხვედრების რაოდენობა 2)

შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის სტრუქტურა და განთავსებული ინფორმაცია
გადასახადის გადამხდელის გვერდზე ავტორიზაცია, პაროლის ცვლილება, გადასახადის გადამხდელის ზოგადი ინფორმაციის დათვალიერება
კომუნიკატორის გამოყენება
ელექტრონული გადახდები
ნდობით აღჭურვილი პირები და მომხმარებლების მართვა
საინფორმაციო ბარათის, დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსების წესი
ელექტრონული განცხადებების რეგისტრაციის წესი
აქციზური და არააქციზური მარკები
ელექტრონული საჩივრის შევსება
შედარების აქტი და პირადი აღრიცხვის ბარათის წაკითხვა

  • დეკლარაციები ( შეხვედრების რაოდენობა 3)

საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია
მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია
მცირე ბიზნესის სტატუსის დეკლარაცია
აქციზის გადასახადის დეკლარაცია
მიკრო ბიზნესის სტატუსის დეკლარაცია
გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია
დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) დეკლარაცია
ქონების გადასახადის დეკლარაცია

  • ზედნადებები/ფაქტურები ( შეხვედრების რაოდენობა 2)

ელექტრონული სასაქონლო ზედნადები
ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული ოპერაციები)
ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ხე-ტყის ელექტრონული ჟურნალი)

რეგისტრაცია https://wp.me/P2fhVW-1B