სასწავლო ცენტრმა “ააფ–კაპიტალი” ივლისის თვეში დაიწყო ინტენსიური სპეცკურსი “ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს–ის მიხედვით” როგორც ქ. თბილისში, ასევე ქ. ქუთაისში, რათა რეგიონის წარმომადგენლებსაც ქონოდათ საშუალება დასწრებოდნენ ამ მნიშვნელოვან სალექციო კურსს.
მსმენელთა ინტერესი და მოლოდინი გამართლდა, მართლაც კარგი სპეცკურსია დაინტერესებული პირებისათვის, თან ლექციებს კითხულობს ბ–ნი გიორგი ცერცვაძე, ეს კი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.
სპეცკურსი შედგება 15 სთ.–გან, ექვს შეხვედრად არის განაწილებული. შუა კვირაში ტარდება თბილისში, ხოლო პარასკევი, შაბათი, კვირა ქუთაისში.
სასწავლო ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს როგორც ქუთისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩაატაროს საინტერესო და მნიშვნელოვანი სპეცკურსები, რადგან დაინტერესება დიდია.