ტრენინგზე განიხილება ფასს ფონდის მიერ შემუშავებული ერთიანი ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი – მსს ფასს, რომელიც განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. მსს ფასს წარმოადგენს ძირითად სააღრიცხვო მეთოდოლოგიას საქართველოში. მისი გამოყენება ნებადართულია მე-2, მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებისათვის.
კურსი შედგება 24 ლექციისაგან, რომელიც მოიცავს 31 განყოფილებას და ლექტორების მიერ შემუშავებულ უამრავ პრაქტიკულ მაგალითს.
ლექციები ტარდება კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ოთხშაბათს საღამოს 7 საათზე, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით.
დაწყება: 27 ნოემბერი
ლექციებს კითხულობენ აუდიტური კონცერნი “ცოდნისა”-ს დირექტორები და წამყვანი თანამშრომლები:
გიორგი ცერცვაძე (ძირითადი ლექტორი)
ფრიდონ ალშიბაია
ნიკოლოზ ედიბერიძე
ლევან ასანიძე
ზვიად გიორხელიძე
მსს ფასს-ის სალექციო კურსი უკვე რამდენიმე წელია იკითხება ჩვენს სასწავლო ცენტრში და მსმენელთა დიდი მოწონებით სარგებლობს.
გამოცდა სერტიფიცირება: სალექციო კურსის დასრულების შემდეგ ტარდება გამოცდა ტესტირების პრინციპით.
ტრენინგის ღირებულებაა 720 ლარი,
გამოცდაზე გამოსვლა ნებაყოფლობითია, გამოცდის ღირებულება 50 ლარი
ტრენინგზე რეგისტრაცია
შეხვედრების რაოდენობა 24 (60სთ.)
საკითხები:
1-ლი და მე-2 ლექცია:
1-ლი განყოფილება. მცირე და საშუალო საწარმოები (გიორგი ცერცვაძე)
მე-2 განყოფილება. კონცეფციები და ძირითადი პრინციპები (გიორგი ცერცვაძე)
დისკონტირების არსი
მე-3 ლექცია:
30-ე განყოფილება. ოპერაციები უცხოურ ვალუტაში (გიორგი ცერცვაძე)
მე-4 და მე-5 ლექცია:
მე-13 განყოფილება. მარაგები (გიორგი ცერცვაძე)
მე-6 ლექცია:
23-ე განყოფილება. ამონაგები (ნიკოლოზ ედიბერიძე)
მე-7 ლექცია:
მე-17 განყოფილება. ძირითადი საშუალებები (ფრიდონ ალშიბაია)
მე-8 ლექცია:
მე-16 განყოფილება. საინვესტიციო ქონება (ფრიდონ ალშიბაია)
25-ე განყოფილება. ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები (ფრიდონ ალშიბაია)
მე-9 ლექცია:
მე-18 განყოფილება. არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა (ფრიდონ ალშიბაია)
მე-10 ლექცია:
27-ე განყოფილება. აქტივების გაუფასურება (ფრიდონ ალშიბაია)
მე-11 ლექცია:
მე-11 განყოფილება. ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები (ზვიად გიორხელიძე)
მე-12 ლექცია:
მე-20 განყოფილება. იჯარა (გიორგი ცერცვაძე)
მე-13 ლექცია:
24-ე განყოფილება. სახელმწიფო გრანტები (გიორგი ცერცვაძე)
28-ე განყოფილება. დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები (გიორგი ცერცვაძე)
მე-14 ლექცია:
21-ე განყოფილება. ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები (გიორგი ცერცვაძე)
მე-15 ლექცია:
34-ე განყოფილება. სპეციალიზებული საქმიანობა (ლევან ასანიძე)
მე-16 ლექცია:
მე-10 განყოფილება. სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები
(გიორგი ცერცვაძე)
მე-17 ლექცია:
მე-3 განყოფილება. ფინანსური ანგარიშგების წარდგენა (გიორგი ცერცვაძე)
მე-4 განყოფილება. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (გიორგი ცერცვაძე)
მე-18 ლექცია:
მე-5 განყოფილება. სრული შემოსავლის ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის ანგარიშგება (გიორგი ცერცვაძე)
მე-6 განყოფილება. საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება (გიორგი ცერცვაძე)
მე-8 განყოფილება. ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გიორგი ცერცვაძე)
მე-19 ლექცია:
32-ე განყოფილება. საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები (ფრიდონ ალშიბაია)
33-ე განყოფილება. დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები (ფრიდონ ალშიბაია)
მე-20 ლექცია:
მე-7 განყოფილება. ფულადი ნაკადების ანგარიშგება (გიორგი ცერცვაძე)
21-ე ლექცია:
29-ე განყოფილება. მოგების გადასახადი (გიორგი ცერცვაძე)
35-ე განყოფილება. მსს ფასს-ზე გადასვლა (გიორგი ცერცვაძე)
22-ე ლექცია:
მე-14 განყოფილება.ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში (ნიკოლოზ ედიბერიძე)
მე-15 განყოფილება. ინვესტიციები ერთობლივ საქმიანობაში (ნიკოლოზ ედიბერიძე)
23-ე ლექცია:
მე-9 განყოფილება.კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება (გიორგი ცერცვაძე)
24-ე ლექცია:
მე-19 განყოფილება. საწარმოთა გაერთიანება და გუდვილი. (გიორგი ცერცვაძე)
გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად
ტრენინგზე რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელ: 599 25 47 13, ან მეილზე aaf.capital@yahoo.com