ბიზნესის სამართლებრივი და საგადასახადო საფუძვლების კურსი განკუთვნილია ფინანსურ სფეროში მომუშავეთათვის და გულისხმობს მეწარმეობისათვის და ფინანსური საქმიანობისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ცოდნით აღჭურვას. სწავლის პროცესში გამოყენებულია საკანონმდებლო ბაზა „ინფო კონსულტანტი“. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მსმენელისათვის მოსახერხებელ ადგილას პროგრამის დაინსტალირება, რათა მას ხელთ ჰქონდეს ყველა საკანონმდებლო დოკუმენტის უახლესი ვერსია, რომელიც სასწავლო პროცესში გამოადგება.
ლექციების რაოდენობა: 18;
ლექციის ხანგრძლივობა: 2სთ;
ღირებულება : 270 ლარი;
მსმენელთა რაოდენობა ლექციაზე 10-20 ადამიანია.
ლექციები ტარდება საღამოს საათებში.
ლექტორები – მაია ცერცვაძე, გიორგი ბოჭორიშვილი
“ბიზნესის სამართლებრივი და საგადასახადო საფუძვლების” კურსში განიხილება:
სამოქალაქო კოდექსი;
შრომის კანონთა კოდექსი;
კანონი მეწარმეთა შესახებ;
გადახდისუუნარობის შესახებ კანონი;
და ა.შ.
სილაბუსი საგანში “ბიზნესის სამართლებრივი და საგადასახადო საფუძვლები”
40 საათი
პედაგოგი: მაია ცერცვაძე
ლექცია 1. საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ; გამოყენების სფერო; საწარმოთა ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმები. მათი დაფუძნება; პასუხისმგებლობა. შესატანი. ცვლილებები საწესდებო კაპიტალში. თანასწორუფლებიანობა. ინფორმაციის მიღებისა და საკონტროლო უფლებები; სამეწარმეო რეესტრი;
ლექცია 2. რეგისტრაციის პირობები; ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის პირობები; საფირმო სახელწოდება (ფირმა); რეესტრის საჯაროობა; პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ საწარმოში; სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კომანდიტურ საზოგადოებაში სხვა საწარმოს შეძენისას;i
ლექცია 3. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. საკონსტიტუციო საბჭო. გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) და იურიდიული მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება; სავაჭრო წარმოამდგენელი და დამოუკიდებელი მოვაჭრე. კომისიონერი; სავაჭრო მაკლერი; ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება;
ლექცია 4. ხანგრძლივობა, ლიკვიდაცია, გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა ნატურით; იურიდიული პირის ლიკვიდაცია სასამართლო განაჩენის საფუძველზე;
ლექცია 5. ხანდაზმულობა; გასაჩივრების ვადები; ფილიალები; საწარმოთა ურთიერთკავშირი (კონცერნი); გამოქვეყნება და კონფიდენციალობა; სხვა წესები: სანოტარო ფორმა, საქმიანი წერილისი ბლანკის მონაცემები. ექსპერტების დანიშვნა.
ლექცია 6. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; ცნება; პარტნიორის შეგებებული მოთხოვნა; პარტნიორთა კრება; საზოგადოების ხელმძღვანელობა; [პარტნიორის კოტროლის უფლება; მოგება და ზარალი; მოგებისა და ზარალის განაწილება; ფულის გახარჯვა პარტნიორის მიერ; ლიკვიდაციის საფუძვლები; ლიკვიდაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით; წილი, კაპიტალის გასხვისება; ერთ-ერთი პარტნიორის გასვლა ან გაკოტრება; ურთიერთობანი საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის შემდეგ; პარტნიორის გარდაცვალება;
ლექცია 7. კომანდიტური საზოგადოება; ცნება; კოკურენციის აკრძალვა; კომანდიტის კონტროლის უფლება; საზოგადოების ხელმძღვანელობა; მოგება და ზარალი; მოგებისა და ზარალის განაწილება; კომანდიტის მიერ მოგების გამოყენება; კომანდიტის პასუხისმგებლობა; პასუხისმგებლობა კომანდიტად შესვლის დროს; კომანდიტის წილის გასხვისება ან მემკვიდრეობით გადაცემა;
ლექცია 8. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; ცნება; საწესდებო კაპიტალი; შესატანი; პარტნიორის უფლება–მოვალეობანი; პარტნიორთა კრება; სამეთვალყურეო საბჭო; დირექტორები; წლიური შედეგები;
ლექცია 9. სააქციო საზოგადოება; ნება; საზოგადოების აქციათა რეესტრი; აქციათა სახეებიi. აქციაში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები; აქციონერთა უფლებები და მოვალეობები; საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა; საერთო კრება; სამეთვალყურეო საბჭო; დირექოტრები; წლიური ანგარიში და მოგების გამოყენება. ქონების მოვლის ვალდებულება; რევიზია; კაპიტალის შეძენის ღონისძიებები. კაპიტალის გაზრდა საზოგადოების სახსრებიდან;
ლექცია 10. კოოპერატივი; ცნება; პაი. კოოპერატივში გაწევრიანება; წევრის გასვლა კოოპერატივიდან; საერთო კრება; წარმოამდგენელთა კრება; სამეთვალყურეო საბჭო; გამგეობა. დირექოტრები; წლიური ანგარიში; მოგებისა და ზარალის განაწილება;
ლექცია 11. გარდამავალი დებულებანი; აქციათა რეესტრის წარმოება; სახაზინო საწარმოების რეორგანიზაცია; ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის გადასახდელი;
ლექცია 12. სამართლის ცნება. სამართლის ნორმა. სამართლებრივი ურთიერთობა. სამართლის სუბიექტი, უფლება და მოვალეობა, სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი. სამართლის დარგები. სამეწარმეო სამართლის არსი და საგანი.
ლექცია 13. შრომის კანონმდებლობა. საქართველოს შრომის კოდექსი;
ლექცია 14. გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონი;
ლექცია 15. სამოქალაქო კანონმდებლობა. შესავსლი დებულებანი. პირები – ფიზიკური პირები, იურიდიული პირები. სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები. კავშირები და ფონდები;
ლექცია 16. გარიგებანი; ვადები და ხანდაზმულობა; სანივთო სამართლის ცნება და საფუძვლები. ქონება. მფლობელობა, საკუთრება; სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა (აღნაგოაბ, უზუფრუქტი, სერვიტუტი). საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (გირავნობა, იპოთეკა). საჯარო რეესტრი;
ლექცია 17. ვალდებულებითი სამართალი. სახელშეკურილებო სამართალი. ხელშეკრულების დადება. ხელშეკრულების ფორმა. ოფერტი, აქცეპტი. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები; საჯარო სამართლის იურიდიული პირები; სამეწარმეო ლიცენზირების ლიცენზია;
ლექცია 18. სახელშეკრულებო სამართალი. ზოგადი დებულებანი. ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, ქირავნობა. ლიზინგი. იჯარა. ფრენჩაიზინგი. თხოვება. სესხი. ნარდობის ხელშეკრულება. გადაზიდვა-გადაყვანა.