IFRS სტანდარტები

Likelihood-of-IFRS-Adoption

 

ჩვენს სასწავლო ცენტრში იკითხება IFRS სტანდარტების კურსი AAFC-1 და AAFC-4, ეს ორი საგანი მოიცავს შემდეგ სტანდარტებს:

 

ბასს 1:  “ფინანსური ანგარიშგების წარდგენა” (IAS 1. “Presentation of Financial Statements”);

ბასს 2: “სასაქონლო მატერიალური ფასეულობები”  (IAS 2. “Inventories”);

ბასს 16: “ძირითადი საშუალებები”  (IAS 16. “Property, Plant and Equipment”);

ბასს 21: “უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები” (IAS 21. “The Effects of Changes in Foreign Exchange Rates”)

ბასს 23: “სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები” (IAS 23. “Borrowing Costs”);

ბასს 38: “არამატერიალური აქტივები” (IAS 38. “Intangible Assets”);

ფასს 1 “ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების პირველად გამოყენება”

ბასს 12: “მოგებიდან გადასახადები” (IAS 12. “Income Taxes”);

ბასს 7: “ფულადი ნაკადების ანგარიშგება” ((IAS 7. “Cash Flow Statements”);

ბასს 8: “სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები”

(IAS 8. “Accounting Policies, Changes in Accountig Estimates and Errors”);

ბასს  10: “საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები”  (IAS 10. “Events After the Reporting Period”);

ბასს 40: “საინვესტიციო ქონება” (IAS 40. “Investment property”);

ლექციებს უძღვება აუდიტორი, აუდიტური კონცერნი “ცოდნისას” დამფუძნებელი

ბ–ნი გიორგი ცერცვაძე

და დამფუძნებელი პარტნიორი ფრიდონ ალშიბაია

 

“ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონის თანახმად 2019 წლის 1 ოქტომბრამდე მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის სავალდებულო ხდება ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, რომელიც უნდა იქნეს შედგენილი და წარდგენილი ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (IFRS for SMEs).

კურსის დასრულების ბოლოს თქვენ გექნებათ საფუძველი შეისწავლოთ და განახორციელოთ ფინანსური ანგარიშგების შედგენა IFRS-ით. ამ კურსში თქვენ გაერკვევით:

  • დისკონტირების არსში;
  • თუ როგორ უნდა მოახდინოთ სწორად მარაგების აღრიცხვა/შეფასება, მარაგის კორექტირება, საქონლის უკანდაბრუნება საანგარიშო პერიოდში, საანგარიშო პერიოდის შემდგომ;
  • თუ როგორ უნდა აღრიცხოთ/შეაფასოთ ძირითადი საშუალებები ყიდვის, ჩუქების, გრანტით მიღების, საკუთარი ძალებით შექმნის და სხვა გზით;
  • ძირითადი საშუალებების გაცვლა;
  • როგორ და როდის უნდა გადააფასოთ ძირითადი საშუალებები;
  • ძირითადი საშუალებების ცვეთის მეთოდები;
  • სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილებები მარაგების/ძირითადი საშუალებების იმპორტირებისას, აქტივების შეფასება სავაალუტო კურსის ცვლილებისას;
  • არამატერიალური აქტივების სახეები, მათი შეფასება/აღრიცხვა, მიღება სხვადასხვა გზით;
  • კვლევითი სამუშაოების და საცდელ-საკონსტრუქტორი სამუშაოების ფაზა;
  • არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია;
  • განსაკუთრებული აქტივების არსი;
  • სესხით სარგებლობის დანახარჯების მიკუთვნება აქტივებზე რა შემთხვევაში და როგორ უნდა მოხდეს;
  • რა არის საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა და როგორ უნდა მოხდეს მისი შეცვლა;
  • ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების რეალური ღირებულება;
  • განსხვავება ფინანსურ და საგადასახადო მოგებას შორის;
  • გადავადებული საგადასახადო აქტივი, გადავადებული საგადასახადო ვალდებულება;
  • როგორ უნდა მოიქცეს საწარმო, რომელიც პირველად იყენებს ფასს სტანდარტებს;
  • ფასს სტანდარტებზე გადასვლის თარიღი;
  • მსს ფასს-ის პირველად გამოყენება;
  • ფინანსური ანგარიშგების შედგენის ზოგადი პრინციპები;
  • ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სიხშირე;
  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება;
  • მოგება-ზარალისა და სრული შემოსავლის ანგარიშგება;
  • საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება;
  • განსხვავებები რეალური ღირებულებისა და თვითღირებულების მოდელს შორის;
  • ფულადი ნაკადების ანგარიშგება;
  • საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები;

 
ლექციებზე თეორიული ახსნის პარალელურად, მასალის უკეთ აღქმისათვის განიხილება უამრავი პრაქტიკული ამოცანა.

 

ლექციების რაოდენობა 14  (2 სთ.), 7 (3 სთ.)

ლექციების ჩატარების დღეები : ორშაბათი, პარასკევი (19:00 სთ.),

შაბათი  15:00 სთ.

ფასი:  AAFC-1 “ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით” – 280 ლარი, ლექციები იწყება 2019 წლის 25 თებერვალს

AAFC-4  “ფინანსური ანგარიშგების შედგენა ფასს-ით”- 420 ლარი, ლექციები იწყება 2019 წლის მარტში

წისანსწარ ერთიანი გადახდის შემთხვევაში ისარგებლებთ 10%-იანი ფასდაკლებით

კურსის დასრულების ბოლოს ტარდება 2 გამოცდა AAFC-1 და AAFC-4-ში,  თითოეულ გამოცდაზე გასვლის ღირებულებაა 50 ლარი. გამოცდის 60%-იანი ბარიერის გადალახვის შემდეგ გაიცემა  სერტიფიკატი, სადაც მითითებული იქნება კურსის წარმატებით დასრულება, ხოლო გამოცდის არ ჩაბარების შემთხვევაში მითითებული იქნება მოისმინა

Likelihood-of-IFRS-Adoption