ტრენინგი “მსს ფასს – ფინანსური აღრიცხვის ძირითადი დებულებები”

ტრენინგზე განიხილება ერთიანი ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი – მსს ფასს(IFRS for SMEs), რომელიც განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. მსს ფასს წარმოადგენს ძირითად სააღრიცხვო მეთოდოლოგიას საქართველოში. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ მოქმედი კანონის თანახმად, მისი გამოყენება ნებადართულია მე-2, მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებისათვის.
 

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ფორმატით, Zoom პლატფორმის გამოყენებით.

ლექციებს გაუძღვებიან აუდიტური კონცერნი “ცოდნისას” მმართველი პარტნიორები და აუდიტორები: გიორგი ცერცვაძე (ძირითადი ლექტორი), ფრიდონ ალშიბაია, ნიკოლოზ ედიბერიძე, ლევან ასანიძე და ზვიად გიორხელიძე.

ტრენინგის ხანგრძლივობა და ღირებულებაა: 375 ლარი (15 ლექცია, თითოეული – 2 საათი).

ტრენინგი დაიწყება 2 მაისს და ჩატარდება ორშაბათობით და ოთხშაბათობით, საღამოს 7 საათზე.

ტრენინგზე განხილულია მსს ფასს-ის ძირითადი სააღრიცხვო დებულებები: მცირე და საშუალო საწარმოები; კონცეფციები და ძირითადი პრინციპები; მარაგები; ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები; საინვესტიციო ქონება; ძირითადი საშუალებები; არამატერიალური აქტივები (გუდვილის გარდა); იჯარა; ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები; ამონაგები; სახელმწიფო გრანტები; ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები; აქტივების გაუფასურება; დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები; ოპერაციები უცხოურ ვალუტაში; სპეციალიზებული საქმიანობა (სოფლის მეურნეობა).

 

ტრენინგის ჩატარების თანმიმდევრობა და ლექტორები:

1-ლი , მე-2 ლექცია (გიორგი ცერცვაძე):

მსს ფასს 1-ლი განყოფილება. მცირე და საშუალო საწარმოები

მსს ფასს მე-2 განყოფილება. კონცეფციები და ძირითადი პრინციპები

 

მე-3 ლექცია (გიორგი ცერცვაძე):

30-ე განყოფილება. ოპერაციები უცხოურ ვალუტაში

 

მე-4, მე-5  ლექცია (გიორგი ცერცვაძე):

მე-13 განყოფილება. მარაგები

 

მე-6 ლექცია (ნიკოლოზ ედიბერიძე):

23-ე განყოფილება. ამონაგები

 

მე-7 ლექცია (ფრიდონ ალშიბაია):

მე-17 განყოფილება. ძირითადი საშუალებები

 

მე-8 ლექცია (ფრიდონ ალშიბაია):

მე-16 განყოფილება. საინვესტიციო ქონება

25-ე განყოფილება. ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები

 

მე-9 ლექცია (ფრიდონ ალშიბაია):

მე-18 განყოფილება. არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა

 

მე-10 ლექცია (ფრიდონ ალშიბაია):

27-ე განყოფილება. აქტივების გაუფასურება

 

მე-11 ლექცია (ზვიად გიორხელიძე):

მე-11 განყოფილება. ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები

 

მე-12 ლექცია (გიორგი ცერცვაძე):

მე-20 განყოფილება. იჯარა

 

მე-13 ლექცია (ლევან ასანიძე):

34-ე განყოფილება. სპეციალიზებული საქმიანობა

 

მე-14 ლექცია (გიორგი ცერცვაძე):

24-ე განყოფილება. სახელმწიფო გრანტები

28-ე განყოფილება. დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები

 

მე-15 ლექცია (გიორგი ცერცვაძე):

21-ე განყოფილება. ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ მსურველებისთვის ჩატარდება სასერტიფიკაციო გამოცდა.
ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი მსმენელის შემთხვევაში გათვალისწინებულია 10%-ის ფასდაკლება.
ტრენინგზე  რეგისტრაცია

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 599 25 47 13, ან მეილზე

aaf.capital@yahoo.com