ჩვენი სასწავლო ცენტრის მიერ არაერთი ადამიანი დასაქმდა. ჩვენთან სწავლის მსურველები როდესაც მოდიან და აპლიკაციის ფორმას ავსებენ უკვირთ რატომ უნდა ჩავწერო სად ვსწავლობდი, რა დავამთავრე, სად მიმუშავია და რამდენი მქონდა ხელფასიო. ბოლოს რომ ვკითხავ ფინანსური განხრით დასაქმება არის თუ არა თქვენი სურვილი მეთქი, მაშინ კი ეცვლებათ სახე (“უბრწყინდებათ”) და მეუბნებიან კი რა თქმა უნდაო. დიახ სწორედ სამომავლოდ დასაქმებისათვის არის ჩვენთვის საინტერესო ის დეტალები, რაც სააპლიკაციო ფორმაშია მოხსენიებული. როდესაც ჩნდება ვაკანსია და ჩავიხედავთ დასასაქმებელ ადამიანთა სიაში, ვითვალისწინებთ ყველა წვრილმანს და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ზუსტად ვირჩევთ რომელი ადამიანი მოერგება შემოთავაზებულ სამსახურს. ყველა ჩვენს მიერ დასაქმებული ადამიანი მეტ-ნაკლებად კმაყოფილია თავისი მდგომარეობით. სწორად შერჩეული კადრით კმაყოფილი ვართ ჩვენც, დასაქმებულიც და დამსაქმებელიც. ვუსურვებთ ყველა ჩვენს მსმენელს, ყოფილ და მომავალ მსმენელებს სამსახურის შოვნას და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას.
Monthly Archives: მაისი 2013
“ყოველდღიური”
ამჟამად საქმე ისეა, რომ ბიზნესში იგებს ის, ვისაც შეუძლია სწრაფად და რა თქმა უნდა ხარისხიანად შესთავაზოს მომხმარებელს თავისი ბიზნეს-მომსახურება. საქმიანი სამყარო არ პატიობს პასიურობას და შეცდომებს ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველაფრის დროულად მოსწრებას. მომგებიან კონტრაკტზე დროული ხელმოწერა, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე მისვლა, პროდუქციის თავისდროული მიწოდება და ა. შ. პუნქტუალობა – ეს ყველაფერი არის თანამედროვე საქმიანი ადამიანის მახასიათებელი.
ყოველდღიური საქმეები მომრავლებულია, ყველაფრის დამახსოვრება რისი გაკეთებაც საჭიროა შეუძლებელიც კია. ყველა ადამიანისათვის კი მნიშვნელოვანია იყოს ყველა მოვლენის კურსში და ყველაფერი მნიშვნელოვანი ახსოვდეს. მაგრამ შეუძლია კი ერთ ადამიანს მიაღწიოს ასეთ წარმატებებს მარტომ? დიახ თუ მას ყავს საიმედო დამხმარეები. პირველ რიგში ეს ეხება ბიზნესის ავტომატიზაციის თანამედროვე საშუალებებს. თითოეულ ბიზნესმენს გამოარჩევს მობილურობა და საქმისადმი პრაქტიკული მიდგომა. დღესდღეობით წარმოუდგენელია ბიზნესმენი ავტომობილისა და მობილურის გარეშე. ახლა უკვე ემატება აიპადი და ნოუთბუკი, რომელიც აღჭურვილია პროგრამებით.
საქმეების დაგეგმვა – ერთ-ერთი შემადგენელია ბიზნესში წარმატებისათვის. მხოლოდ გეგმაზე საჭიროა მუშაობა, მხოლოდ შევადგინოთ და დავივიწყოთ მისი არსებობა რა თქმა უნდა არასწორია.
თითოეული ბიზნესმენი ადგენს დღის გეგმას, კვირის გეგმას, თვის გეგმას და ა. შ. თითოეული დღე გაწერილი აქვს საათებად. ყოველდღიური – თანამედროვე საქმიანი ადამიანის მთავარი იარაღია. აქ ვინიშნავთ ყველანაირ საქმეს, რომელიც გასაკეთებელია და ყველა თარიღს, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. ასეთი ხერხი მეტნაკლებად ეფექტურია, მაგრამ საკმაოდ მოუხერხებელია. ყველგან ვერ ატარებთ ჩანაწერებს, სამსახურსა თუ საქმიან შეხვედრებზე, მეგობრებთან შეხვედრისას, თუ ნებისმიერ სხვა ადგილას. ქაღალდის “ყოველდღიური” არ იძლევა სახვადასხვა პროცესების ავტომატიზაციის საშუალებას ბიზნესში. მას თუ გავავსებთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მონიშვნებით დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. მობილურებში, კომპიუტერებში, არის პროგრამა, რომელიც “ყოველდღიურის” ფუნქციას ასრულებს და აღჭურვილია უამრავი სასარგებლო ფუნქციით, იგი ბიზნესმენს უადვილებს ყოველდღიურ საქმიანობას. “ყოველდღიურისაგან” განსხვავებით პროგრამული “ყოველდღიურები” , იძლევიან საშუალებას შეგვახსენონ მოვლენები: საქმიანი შეხვედრები, დაბადების დღეები. საშუალება გვაქვს ვაწარმოოთ ჩანაწერები, შევინახოთ ფაილები.
ბიზნესის საიმედო დამხმარედ აგრეთვე იქცა ონლაინ “ყოველდღიური”. იგი რა თქმა უნდა კიდევ უფრო მოსახერხებელია ბიზნესმენისათვის. შენახული ფაილები მისაწვდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან და ფუნქცია „მეგობრები“ -ს გამოყენებით შესაძლებელია დისტანციურად დაშორებულ კოლეგებთან ერთადროულად იმუშაოთ დოკუმენტებზე . გარდა ამისა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ იქნება დაკარგული ვირუსებისა და ტექნიკის გაუმართაობის გამო.