ბრენდი „ZARA“ _ს დამაარსებელი გახლავთ Amancio Ortega , ის არის უმდიდრესი კაცი ესპანეთში, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი იცნობს მას, მისი მხოლოდ ორი ფოტო არსებობს ოფიციალური, იგი ძალიან იშვიათად იძლევა ინტევიუს. მიუხედავად იმისა , რომ , იგი მულტიმილიონერი ბიზნესმენია, ის არ გამოუყურება სხვებივით, მას არ უყვარს ოფიციალური სამოსი, ურჩევნია ატაროს ჯინსები და პერანგი.
როდესაც ის იყო ახალგაზრდა, იგი მუშაობდა ასისტენტად ტანსაცმლის მაღაზიაში, მაგრამ ყოველთვის ოცნებობდა ჰქონოდა თავისი საკუთარი ბიზნესი. 1963 წელს მან გახსნა პატარა კომპანია , რომელიც აწარმოებდა ქალის პიჟამებს. 1975 წელს, 40 წლის ასაკში, მან გახსნა თავისი პირველი ტანსაცმლის მაღაზია ესპანეთის ჩრდილო დასავლეთით ერთ პატარა ქალაქში და დაარქვა მას “Zorba” იმ დროისათვის ცნობილი ფილმის Zorba the Greek მიხედვით, მაგრამ იქვე ახლოს იყო ბარი ამავე სახელწოდებით და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ასოების გადაადგილებით საბოლოოდ მიიღეს სახელწოდება “ZARA”. ახლა “ZARA“ -ს მაღაზიები შეგიძლიათ ნახოთ მთელ მსოფლიოში, New York -დან Singapore მდე.
რატომ არის “ZARA” ასეთი წარმატებული ???
მთავარი მიზეზი არის ის, რომ, “ZARA” ახდენს ძალიან სწრაფ რეაგირებს უახლესი მოდის ტენდენციებზე და ის აწარმოებს ტანსაცმელს, რომელიც არის მოდური და არ არის ძვირი. “ZARA” -ს შეუძლია შექმნას ტანსაცლმის „ ახალი ხაზი“ სამ კვირაში, მაშინ, როდესაც, ზოგადად სხვა კომპანიებს ამისთვის სჭირდებათ ცხრა თვე. ტანსაცმელი ასევე იცვლება კვირიდან-კვირამდე, ამიტომ მომხმარებლები ბრუნდებიან უკან მალევე, რათა ნახონ თუ რა არის ახალი. “ZARA” არაწმოებს 20 000 ახალ მოდელს წელიწადში და არც ერთი მათგანი არ რჩება მაღაზიებში ერთ თვეზე მეტ ხანს.
მათი სეგმენტია, როგორც ქალებისა და მამაკაცების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (ზომების ფართო სპექტრით), ასევე ბავშვების კოლექცია და გარდა კოსმეტიკა და დანამატები.
რჩევა J
თუ “ZARA” -ს მაღაზიაში გაქვთ ნანახი ახალი პერანგი ან ჟაკეტი, იჩქარეთ მისი ყიდვა, რადგან ის არ დარჩება იქ დიდ ხანს J
ამჟამად „ZARA“ –ს მფლობელების განკარგულებაშია ისეთი ცნობილი ბრენდები როგორიცაა “Massimo Dutti”, “Pull and Bear”, “Uterqüe”, “Stradivarius” და “Bershka”.
ძალიან საინტერესოა 🙂