Open space

ღია ტიპის ოფისები ცუდად მოქმედებს თანამშრომლებზე:
ისინი ხშირად ავადმყოფობენ და ცუდად მუშაობენ, რადგან სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ღია ტიპის ოფისების კონცეფცია შემუშავდა 1950-იან წლებში და მისი მიზანი იყო პროდუქტიულობის ამაღლება – რათა გაუმჯობესებულიყო სამუშაო გარემო, უზრუნველყოფილი იქნებოდა თანამშრომლებს შორის სწრაფი კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა, მაგრამ კვლევებმა აჩვენეს, რომ open space ტიპის ორგანიზაციებს უფრო მეტი მინუსი აქვს ვიდრე პლუსი. ცნობილია, რომ სამუშაო გარემო მოქმედებს შრომისუნარიანობაზე, კერძოდ იქ, სადაც ბევრი თანამშრომელია ერთ შენობაში და ტიხრები ოთახებს შორის ჭერამდე არ არის – უარყოფითად მოქმედებს მომუშავეთა ფსიქიკაზე. ასეთი ტიპის ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლების პოდუქტიულობა დაცემულია და ჯანმრთელობა გაუარესებული.
სიტუაცია უარესდება თუ თანამშრომლებს უკრძალავენ სამუშაო მაგიდა მოაწყონ პირადი შეხედულებისამებრ. ასეთი დასკვნები გაკეთდა კერძოდ ტვინის აქტიურობის ანალიზის საფუძველზე. ადამიანი იჯდა ასეთი ტიპის ოფისში და ცდილობდა ემუშავა, მის თავზე დამაგრებული სადენები ეკრანზე აჩვენებდნენ მისი ტვინის მუშაობის აქტივობას. შედეგებმა აჩვენეს პაუზის არ არსებობა და ერთი რომელიმე მიმართულებით გონების გადატვირთვა. როგორც იყო ჩაფიქრებული იდეამ ისე არ იმუშავა. თქვენ რომც ცდილობდეთ გამღიაზიანებელზე რეაგირება არ მოახდინოთ, თქვენი ტვინი ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებს ამას.
მნიშვნელოვანია აგრეთვე რამდენად ბედნიერად გრძნობს ადამიანი თავს სამუშაო ადგილას. გასულ წელს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში 20 ათას ადამიანს გამოკითხეს რამდენად ბედნიერად გრძნობენ თავს ოფისებში. გამოვლინდა, რომ რესპოდენტთა 56% განიცდიდა პირადი ცხოვრების არ არსებობას, 55% – აღნიშნავდა შენობაში არასწორ ტემპერატურულ რეჟიმს, 60% – წყნარი გარემოს არ არსებობას. ყოველი მესამე შეწუხებული იყო დღის შუქის არ არსებობით და ხმაურის მაღალი დონით. აღსანშნავია რომ ტემპერატურა, განათება და სამუშაო მაგიდის განლაგება აწუხებდა უფრო შუა ხნის თანამსრომლებს, ახალგაზრდებს ნაკლებად.
აგრეთვე კვლევებმა აჩვენეს რომ ღია ტიპის ორგანიზაციის თანამშრომლები ავადმყოფობენ უფრო ხშირად, ხმაური და ქაოსი არტერიულ წნევას წევს მაღლა, რასაც მიყავს ადამიანები სტრესამდე, ეცემა იმუნიტეტი და გრიპის მიმართ დაუცველები ხდებიან. ჟურნალ “Scandinavian Journal of Work, Environment and Health” გამოქვეყნდა მონაცემები: კაბინეტური ტიპის ორგანიზაციების თანამშრომლები აცდენენ საშუალოდ 4.9 დღეს ავადმყოფობის გამო წელიწადში, ხოლო ღია ტიპის ორგანიზაციების თანამშრომლები 8.1 დღეს. შესაძლებელია იმიტომ რომ ღია ტიპის ოფისებში ვირუსები ვრცელდება ადვილად, ვიდრე კაბინეტური ტიპის ორგანიზაციებში.
ევროპული ოფისების თანამშრომლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ გააცდინონ სამსახური ოფისში სამუშაო პირობების არაკომპფორტულობის გამო . საშუალოდ ამ მიზეზით წლის განმავლობაში აცდენენ 2.5 დღეს.
ამერიკელი მკვლევარებიც აღიარებენ, რომ ღია ტიპის ორგანიზაციების თანამშრომლებს ეცემათ მოტივაცია, სამუშაოსაგან კმაყოფილების მიღების გრძნობა, შრომის ნაყოფიერება კაბინეტური ტიპის ორგანიზაციებთან ან სახლში მომუშავეებთან შედარებით, ასეთ შემთხვევაში წინ წამოწეულია პირად პრობლემებზე საუბრები და შედეგად სამუშაოსაგან მოცდენას ვიღებთ.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ღია ტიპის ოფისი ეკუთვნის Facebook–ს: აგვისტოში მათ შენობა თანამშრომლებისათვის გაზარდეს 40000 მ2–მდე, კაბინეტებისა და ტიხრების გარეშე, შედარებისათვის სტანდარტული საფეხბურთო მინდვრის ფართობი შეადგენს 7140 მ2–ს. ხელმძღვანელობა ცდილობს ტემპერატურა ოფისში იყოს 15°C. ცხადია შრომისნაყოფიერების შესანარჩუნებლად.

By სასწავლო ცენტრი "ააფ-კაპიტალი"

2 comments on “Open space

  1. შემდეგი თემა მინდა რომ მივუძღვნათ Facebook-ის ორგანიზაციას, მათ შემთხვევაში მგონი ამართლებს ღია ტიპის ოფისები, თუ რამე არგუმენტი გაგაცნიათ გთოვთ დაწეროთ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.